logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თსუში  გამოფენა „ბურჯი ეროვნებისა“  გაიხსნა
თსუში გამოფენა „ბურჯი ეროვნებისა“ გაიხსნა
14:16 16.04.2019
გვიანი შუა საუკუნეების უნიკალური ხელნაწერი - გელათის გულანი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაცული პირველი დისერტაცია - აკაკი შანიძის "სუბიექტური პრეფიქსი მეორე პირისა და ობიექტური პრეფიქსი მესამე პირისა ქართულ ზმნებში"(1920 წ.), უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთაგან პირველი დაცული დისერტაცია - არნოლდ ჩიქობავას "მარტივი წინადადება ქართულში", საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციის ვარიანტები(1978 წ.), მათ შორის ის პროექტი, რომელმაც ქართული საზოგადოების საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია, უცხოელ ქართველოლოგთა ნაშრომები, ქართული ენის შესწავლასთან დაკავშირებული წიგნები გამოიფინა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

გამოფენა, რომლის ორგანიზატორი თსუ ბიბლიოთეკაა, ენის კვირეულის ფარგლებში გაიხსნა. ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე ალექსანდრე ცისკარიძე, ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ალიბეგაშვილის, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, სტუდენტები, პროფესორები, სტუმრები ესწრებოდნენ.

"სიმბოლურია, რომ ენის კვირეული იმართება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რადგან სწორედ აქ გაღვივდა ის მუხტი პროტესტისა, რომელმაც საბოლოოდ მიგვიყვანა ჩვენი ენის, ერის გამარჯვებასთან. გამოფენაზე წარმოდგენილია ძალიან საინტერესო ექსპოზიცია, მათ შორის ის მასალები, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული როგორც უნივერსიტეტის, ისე ქართული სახელმწიფოს ისტორიასთან,"- აღნიშნა თსუ რექტორის მოადგილემ ალექსანდრე ცისკარიძემ.

"თსუ ბიბლიოთეკის საცავებიდან გამოვფინეთ იშვიათი წიგნები, რომლებიც აჩვენებენ ქართული ენისადმი ჩვენი მეცნიერების დამოკიდებულებას. გამოფენას "ბურჯი ეროვნებისა" დავარქვით. აქ წარმოდგენილია ცნობილ ენათმეცნიერთა, ასევე, უცხოელ ქართველოლოგთა ნაშრომებიც, რომლებიც ასახავენ ჩვენი ენის სიღრმეს, მრავალფეროვნებასა და სიმდიდრეს,"- განაცხადა თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა.

გამოფენა "ბურჯი ეროვნებისა" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 22 აპრილამდე გასტანს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა