logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა კალაძე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო
კახა კალაძე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო
13:54 16.04.2019
თბილისის მერი კახა კალაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო, სადაც უწყებამ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის ანალიზი, 2019 წლის ბოლომდე განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა და სოციალური კამპანია "მეტი სიცოცხლისთვის" წარადგინა.

დედაქალაქის მერმა სიტყვით გამოსვლისას შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პროექტში ჩართულ მხარეებსა და დარგის ექსპერტებს მადლობა გადაუხადა.

"მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ პროექტის მომზადებაში მონაწილეობდა - დარგის სპეციალისტებს, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს. მადლობა მინდა ვუთხრა მინისტრ გიორგი გახარიას, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვის ქმედით ნაბიჯებს დგამს, რათა ღირსეულად უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომელიც საკმაოდ მტკივნეული და მძიმეა თითოეული ჩვენგანისთვის და ზოგადად, საზოგადოებისთვის. ჩვენი გუნდისთვის, ჩვენთვის ყველასთვის, ყველაზე მთავარი ადამიანი და მისი სიცოცხლეა. შესაბამისად, ამ გამოწვევას ჩვენ ერთიანი ძალისხმევით, ღირსეულად უნდა ვუპასუხოთ და აქ მხოლოდ ერთი ან ორი უწყება ვერაფერს გახდება. ერთიანი ძალისხმევაა საჭირო, რა თქმა უნდა, საზოგადოების ფართო ჩართულობით. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. სტატისტიკა მართლაც ძალიან მძიმეა. ავტომობილი შეიქმნა იმისთვის, რათა კომფორტულად გადავაადგილდეთ და არა იმისთვის, რომ პრობლემები შეგვიქმნას და ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე წაგვართვას", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მერია მზადაა, აღნიშნულ პროექტში აქტიურად ჩაერთოს და იმ გამოწვევებს უპასუხოს, რომელიც დედაქალაქში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით არსებობს.

"დედაქალაქი მერია, პირადად მე, მზად ვართ, ჩავერთოთ ამ პროექტში და იმ გამოწვევებს ვუპასუხოთ, რომელიც ყველას გვტკივა. დედაქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების თვალსაზრისით, ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ და საერთაშორისო სტანდარტს მაქსიმალურად ვითვალისწინებთ. ეს იქნება თუნდაც, სპეციალური საავტობუსე ზოლები, საფეხმავლო, ველობილიკები და ასე შემდეგ, თუმცა, აქაც ვხვდებით ძალიან სერიოზულ პრობლემებს, არის დარღვევები. ხშირია ავტომობილების მოძრაობა საავტობუსე ზოლებში, რაც აკრძალულია. ამის გამო, შსს-თან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, დედაქალაქის მასშტაბით დავამონტაჟოთ ე.წ. ჭკვიანი კამერები, რომელზეც შესყიდვა გამოცხადებული გვაქვს და ამ პროექტს აუცილებლად განვახორციელებთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის. ყველამ, თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, დავიცვათ და ავარიდოთ ადამიანები ამ დიდ უბედურებას. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მეტი სიცოცხლისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ.

ღონისძიება, რომელსაც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, ასევე, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, შინაგან საქმეთა მინისტრმა გახსნა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა