logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა
პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა
13:45 16.04.2019
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ბიურომ,16 აპრილის სხდომაზე მიიღო.

"28 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოცხადდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის მიერ, მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი ზვიად გამსახურდიას მიერ სწორედ პლენარულ სხდომათა დარბაზში და ამ აქტის მიმართ პატივისცემის ნიშნად და ასევე საქართველოს პირველი პრეზიდენტის მიმართ პატივისცემის ნიშნად, შემოთავაზებულია წინადადება, რომ პლენარულ სხდომათა დარბაზს ეწოდოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური და ირაკლი კობახიძეს მადლობა გადაუხადა წარმოდგენილი წინადადებისთვის.

"მსურს მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლის ამ ინიციატივისათვის, ვინაიდან პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც საბჭოთა კავშირის არსებობის პირობებში გაბედა და შეძლო ჩაეტარებინა რეფერენდუმი მთელი საქართველოს ტერიტორიაზე და შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს გამოეცხადებინა მაშინდელ უზენაეს საბჭოს მისი ხელმძღვანელობით დამოუკიდებლობის აღდგენა, ეს ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ სხდომათა დარბაზს, რომელიც არის ისტორიული დარბაზი, რომელშიც ვიტყვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი აქტი მოხდა 28 წლის წინ იმ დარბაზში და ჩვენი პოლიტიკური ლიდერი, საქართველოს პოლიტიკური ლიდერი მაშინ იყო სწორედ ზვიად გამსახურდია", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ამ მნიშვნელოვან ფაქტს ასევე გამოეხმაურა პარლამენტის წევრი მირიან წიკლაურიც და პარლამენტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა ინიციატივისთვის. "თქვენ გეყოთ ვაჟკაცობა იმისთვის, რომ ეს საკითხი წამოგეწიათ წინ და დღეს ამ იდეას უკვე ხორცი შეესხა. ზვიად გამსახურდიას სახელის დაფასება უნდა გაგრძელდეს, კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს. ამაზე მიუთითებს ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხიბულაში სტუმრობაც და იქ შესაბამისად მემორიალური მუზეუმის გახსნის იდეაც ჩაისახა. ამაზე მიუთითებს ისიც, რომ წელს პირველად სათანადოდ აღინიშნა ზვიად გამსახურდიას იუბილე უკვე ქვეყნის მასშტაბით, ხელისუფლების მიერ", - განაცხადა მირიან წიკლაურმა.

პარლამენტის ბიურომ გადაწყვეტილებას ერთხმად დაუჭირა მხარი.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მუდმივად შეგვახსენებს თავისუფლების მნიშვნელობას, დამოუკიდებლობის მნიშვნელობას. თავისუფლების და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მნიშვნელობას და შეგვახსენებს ასევე იმას, თუ ვინ იდგა ამ ბრძოლის უკან", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და ბიუროს წევრებს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა