logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზებზე: თუ არ შევხედეთ ობიექტურ რეალობას და არ გავუსწორეთ თვალი, ამ პრობლემის მოგვარების არანაირი შანსი არ გვექნება
გიორგი გახარია ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზებზე: თუ არ შევხედეთ ობიექტურ რეალობას და არ გავუსწორეთ თვალი, ამ პრობლემის მოგვარების არანაირი შანსი არ გვექნება
12:12 16.04.2019
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოებას საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის ანალიზი და 2019 წლის ბოლომდე განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა წარადგინა.

ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გახსნა. სიტყვით გამოსვლისას გიორგი გახარიამ ავტოსაგზაო შემთხვევების მაღალ მაჩვენებელსა და მის შედეგად გამოწვეული ზიანის მასშტაბებზე ისაუბრა.

ასევე მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საზოგადოების მხრიდან პრობლემის გაცნობიერების მნიშვნელობასა და მდგომარეობის გამოსწორებაში თითოეული მოქალაქის ჩართულობის აუცილებლობაზე.

"ჩვენი დღევანდელი შეკრების მიზეზი გახლავთ ის, რომ საზოგადოებას გავაცნოთ, რა მიდგომა უნდა გვქონდეს ამ პრობლემის გადასაწყვეტად. ყველა კვლევით, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევით, საქართველო გზებზე დაკარგული მოსახლეობის რაოდენობით არის ლიდერი, როგორც რეგიონში, ასევე ევროპაშიც. შესაბამისად, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რა არის ასეთი დიდი მსხვერპლის მიზეზი. ჩვენ არ ვსაუბრობთ რომელიმე უწყების კარგ ან ცუდ მუშაობაზე, ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ მიზეზებზე: ეს გახლავთ სიჩქარის გადამეტება, საპირისპირო მოძრაობაზე გამოსვლა, საგზაო ნიშნის მონაცემების არ დამორჩილება, სიმთვრალე.

ეს არის საზოგადოების საერთო პრობლემა და ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ თითოეული საზოგადოების წევრის პირდაპირი ვალდებულებაა გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან და რეალურად შევაფასოთ ის გამოწვევა, რომელიც არის ჩვენს გზებზე. ვერც ერთი უწყება, ვერც შინაგან საქმეთა სამინისტრო, გზების დეპარტამენტი, მერია, მარტო ამ პრობლემას ვერავინ მოაგვარებს, რადგან ეს გახლავთ მთლიანად საზოგადოების გამოწვევა. ამ პრობლემის მოგვარებას ცალკე აღებული ვერ უშველის ვერც ტექდათვალიერების გამართული ფუნქციონირება. მე შემიძლია ბევრი რამ ჩამოვთვალო, რა გააკეთა მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტრომ. 2017 წელს, ჩვენს გზებზე იყო მხოლოდ და მხოლოდ 170 კამერა, დღეს არის 2600, წლის ბოლომდე იქნება 5000.

კონტროლის მექანიზმები იქნება კიდევ უფრო ეფექტიანი, სიჩქარის გადაჭარბების სექციური კამერები წლის ბოლომდე დაფარავს საქართველოს გზების 700 კილომეტრს, ჩამოყალიბდა ავტოსაგზაო შემთხვევების სიღრმისეული შესწავლის სისტემა, შავი წერტილების გამოვლენის და მათი გამოსწორების და კიდევ ბევრი რამ. თუმცა, ყველას კარგად გვესმის, რომ ვერც ერთი ჩვენგანი, პასუხისმგებლიან დაპირებას საზოგადოებას ვერ მისცემს, იმიტომ, რომ ეს არის კომპლექსური პრობლემა. ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი ძირითადი მიზანი იმ კამპანიისთვის, რომელსაც "მეტი სიცოცხლისთვის" დავარქვით, იყო ჩვენ თვითონ და საზოგადოების თითოეული წევრი გამოგვეყვანა კომფორტის ზონიდან. ნაწილობრივ ჩვენ ეს შევძელით და მადლობა მინდა გადავუხადო ყველა კრიტიკოსს, მათ შორის ძალზედ მკაცრი კრიტიკისთვის, მათ შორის ჩვენს მეგობრებს, კოლეგებს და კიდევ ბევრ ადამიანს, რომლებმაც მართლა კრიტიკის ქარცეცხლში გაგვატარა, თუმცა, მინდა გითხრათ, კოლეგებო, რომ ეს არ ყოფილა ჩვენი მარტივი არჩევანი. ყოველთვის ვიაზრებდით და დღესაც ვიაზრებთ, რომ თუ არ შევხედეთ ობიექტურ რეალობას და არ გავუსწორეთ თვალი, ამ პრობლემის მოგვარების არანაირი შანსი არ გვექნება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა