ახალგაზრდული ორგანიზაციები "ახალგაზრდა მწვანეები" და "ვინ'მე" სტუდენტებისა და მოსწავლეების მონაწილეობით 15 აპრილს გაფიცვას
გეგმავენ.
"ახალგაზრდები ვხედავთ, რომ რაც დრო გადის უფრო და უფრო უარესდება
ეკოლოგიური მდგომარეობა: გახშირებული წყალდიდობები და ხანძრები, შეცვლილი
კლიმატი, ჰაერის დაბინძურების მუდმივი ზრდა, ქაოსური მშენებლობები თბილისსა და
ბათუმში. ეს ყველაფერი ადამიანის, კერძოდ, ბიზნესისა და მათთან გარიგებაში შესული
ხელისუფლებების გულგრილობისა და სიხარბის ბრალია.
ამ ქვეყანაში კი ჩვენ, მომავალმა თაობამ, უნდა ვიცხოვროთ და თუ ასე გაგრძელდა, ჩვენს
მომავალს საფრთხე ემუქრება.
ამიტომ, მოსწავლეები და სტუდენტები, 15 აპრილს არ მივდივართ სასწავლო
დაწესებულებებში, ჩვენ ვიფიცებით და ვაწყობთ მსვლელობას", - ნათქვამია ორგანიზატორთა განცხადებაში.

















