logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
Microsoft-თან თანამშრომლობით საჯარო სკოლებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ინერგება
Microsoft-თან თანამშრომლობით საჯარო სკოლებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ინერგება
11:12 13.04.2019
საჯარო სკოლებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვისა და ხელმისაწვდომობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა სპორტის სამინისტროსა და კომპანია Microsoft-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და „Microsoft საქართველოს“ წარმომადგენელმა, ქეთევან რატინმა მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში, სამინისტროსა და Microsoft-ს შორის ერთობლივი პროექტები განხორცილდება, რომელიც გაამარტივებს და ხელს შეუწყობს სისტემაში მიმდინარე რეფორმის განხორციელებას.

Microsoft-ის აქტიური ჩართულობით, სკოლებში ტექონოლოგიების დანერგვის პროცესში უზრუნველყოფილი იქნება როგორც საერთაშორისო ექსპერტთა კონსულტაციები, ასევე სხვადასხვა სასწავლო მასალებზე წვდომა, მასწავლებლების გადამზადება და სხვა. შედეგად, სწავლისა და სწავლების პროცესში გაუმჯობესდება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა, ამასთან, პედაგოგებს შესაძლებლობა ექნებათ საკლასო ოთახში გამოიყენონ ტექნოლოგიები და მოსწავლეებს განუვითარონ შესაბამისი უნარები.

ინფორმაციისა და ტექნოლოგიების ეპოქაში სკოლებში ინოვაციების დანერგვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ამიტომ, განათლების რეფორმის ფარგლებში Microsoft-თან და ტალინის უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობით სასწავლო პროცესში ციფრული საგანმანათლებლო რესურსები დაინერგება. შედეგად, მასწავლებლები და მოსწავლეები უზრუნველყოფილნი იქნებიან ელექტრონული რესურსებით რათა შეძლონ ინფორმაციის მარტივად გაცვლა, საკუთარი საკომუნიკაციო არხების აწყობა, ინფორმაციის გავრცელება და სწავლა-სწავლების პროცესში ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსების ეფექტური გამოყენება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა