logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თბილისის ვიცე-მერი მერიის წინ გამართული სტუდენტური აქციის მონაწილეებს შეხვდა
თბილისის ვიცე-მერი მერიის წინ გამართული სტუდენტური აქციის მონაწილეებს შეხვდა
16:01 12.04.2019
თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე, დედაქალაქში სატრანსპორტო მოძრაობის მოწესრიგების მოთხოვნით "მწვანე კლუბის" მიერ ორგანიზებული აქციის წარმომადგენლებს შეხვდა.

სტუდენტების განცხადებით, აუცილებელია დარეგულირდეს გაუმართავი ავტომანქანების საკითხი და გატარდეს ტაქსების ეფექტური რეფორმა.

როგორც ხმალაძემ შეხვედრაზე განაცხადა, ახალგაზრდული აქტივობა მისასალმებელია და მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ იმ რეფორმების შესახებ, რომელსაც დედაქალაქის მერია სატრანსპორტო პოლიტიკის და შესაბამისად, ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით ახორციელებს.

"ჰაერის დაბინძურება ქალაქის პრობლემა რომ არის, ეს ყველამ კარგად ვიცით და არ შეიძლება, ამ იდეას არ ვიზიარებდეთ. მეც მიმაჩნია, რომ სწორია ის იდეა, რის გამოც ეს ახალგაზრდები პროტესტს გამოხატავენ. ალბათ, ჩვენც უნდა უზრუნველვყოთ მათი მეტი ჩართულობა იმ აქტივობაში, რასაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს. ჩვენთვის ეს დღეს არ გამხდარა ცნობილი. უკვე წელიწადზე მეტია, ძალიან ბევრი რამ დავგეგმეთ და ვახორციელებთ ამ მიმართულებით ქალაქში და კიდევ უფრო მეტი ღონისძიება განხორციელდება ჰაერის დაბინძურების შემცირების მიმართულებით. აქ არის ორი ძირითადი პრობლემა: პირველია ტრანსპორტიდან გამონაბოლქვი, რომელიც ჰაერს აბინძურებს და მეორე, საშენი მასალის უსისტემო, უსტანდარტო და არასწორი მიმოქცევა თბილისის სამშენებლო ბაზარზე. შესაბამისად, ჩვენ ორივე მიმართულებით ძალიან ეფექტური გეგმა გვაქვს შემუშავებული, ბევრს ვმუშაობთ. პარლამენტში უკვე წარდგენილია საკანონდებლო პაკეტი, რომელიც მუნიციპალიტეტს საშუალებას მისცემს, შემოიღოს დამატებითი შემზღუდავი მექანიზმები საშენი მასალის განთავსება-ტრანსპორტირების მიმართულებით, ვინაიდან სწორედ ამ პროცესში ხდება საშენი მასალის ამტვერება, რაც შემდგომში იწვევს ჰაერის კრიტიკულ დაბუნძურებას. რაც შეეხება სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებას, ამას ემსახურება ზონალური პარკირებაც, ტაქსების რეფორმაც, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაც, როგორც მეტროს, ისე ავტობუსების მიმართულებით, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის განახლება. ეს დაახლოებით ორწლიანი პროგრამაა, რომელიც შედეგს აუცილებლად მოიტანს", - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა