logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მარიამ ჯაშმა საერთაშორისო სიმპოზიუმი „დიგიტალიზაცია და მისი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე“ გახსნა
მარიამ ჯაშმა საერთაშორისო სიმპოზიუმი „დიგიტალიზაცია და მისი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე“ გახსნა
15:51 12.04.2019
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა, სასწავლო უნივერსიტეტის "გეომედის" და გერმანიის შტაინბაისისა და ბამბერგის უნივერსიტეტების თანამშრომლობით გამართული საერთაშორისო სიმპოზიუმი "დიგიტალიზაცია და მისი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე" გახსნა.

"დღევანდელი სიმპოზიუმი ეძღვნება ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც არის ციფრული ტექნოლოგიები და მისი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე. ბუნებრივია, ჯანმრთელობა ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, უკავშირდება მენტალურ ჯანმრთელობას. ჯანდაცვის სფეროს გადმოსახედიდან ვიტყოდი, რომ ჩვენ ჯერ კიდევ საკმაოდ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში", -აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

მისივე განცხადებით, არაერთი პროგრესი იქნა მიღწეული ამ კუთხით, მაგრამ მასშტაბის და ინსტიტუციონალიზაციის თვალსაზრისით, როგორც პირველადი ჯანდაცვის, ასევე კლინიკური მედიცინის კუთხით და პრევენციული ღონისძიებების კუთხით, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში საჭიროა როგორც მეტი რესურსის ინვესტიცია, ასევე პროფესიული კადრის გადამზადება და შესაძლებლობების განვითარება.
"სწორედ ამიტომ, კიდე უფრო მეტად საინტერესო და საყურადღებო გახლავთ დღევანდელი სიმპოზიუმი. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საინტერესო ინიციატივებს დაედება საფუძველი დღევანდელი დღის შემდეგ", - აღნიშნა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ.

მარიამ ჯაშმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე, რომლის თანახმად, ქვეყანაში განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზრდება.

"რამდენიმე დღის წინ, პრემიერ-მინისტრმა ნამდვილად ისტორიული განცხადება გააკეთა. საქართველო მსოფლიო ბანკის, გაეროს და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების რეკომენდაციებზე დაყრდნობით, უპრეცედენტოდ ზრდის განათლების დაფინანსებას განათლების და მეცნიერების სექტორში.

2022 წლიდან, საქართველოს კანონმდებლობაში ჩაწერილი იქნება, რომ სულ მცირე მთლიანი შიდა პროდუქტის 6%, რომელიც დაახლოებით ს ბიუჯეტის მეოთხედია, სწორედ განათლების სფეროზე იქნება მიმართული. ეს შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ისეთივე მნიშვნელოვანი ისტორიული ცვლილება მოვახდინოთ განათლების სექტორში, როგორიც მოხდა რამდენიმე წლის წინ, 2012 წელს, ჯანდაცვის სფეროში.

ამიტომ, ჩვენ გვაქვს უაღრესად დიდი იმედი, რომ არა მხოლოდ ფინანსური რესურსების რაოდენობრივი ზრდა მოხდება, არამედ ხარისხობრივადაც იქნება მნიშვნელოვანი განვითარების შესაძლებლობები ამ სფეროში",-განაცხადა მარიამ ჯაშმა.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ასევე, ისაუბრა საუნივერსიტეტო და სამეცნიერო მიმართულებებისთვის საერთაშორისო თანამშრომლობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.

"მივესალმები და მოხარული ვარ ყველა იმ ინიციატივის, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს უნივერსიტეტებს, რომ გაფართოვდეს მათი საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობები. დღეს, როდესაც შტაინბაისისა და ბამბერგის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით სიმპოზიუმი ტარდება, ვფიქრობ, რომ ნამდვილად მისასალმებელია. ნებისმიერი მსგავსი შეხვედრა, ნებისმიერი პროექტი და ინიციატივა, ბუნებრივია, არის წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს უმაღლესი განათლების სფეროს ევროპულ სივრცეში ინტეგრაციისაკენ",-აღნიშნა მარიამ ჯაშმა.
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მისასალმებელ სიტყვაში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის აქტიური საქმიანობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

"თქვენც მოწმე ხართ იმ ცვლილებების, რაც ხდება შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე. არა მხოლოდ ფართოვდება დაფინანსების შესაძლებლობები და საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობები, არამედ იზრდება ქართველი მეცნიერების საერთაშორისო პროექტებში ჩართვის შესაძლებლობებიც და სწორედ ეს არის ხარისხის ის გარანტიები, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი მეცნიერების განვითარებისთვის ყველაზე ძლიერი საფუძველი იქნება", - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა