თბილისის მერიასთან სტუდენტები აქციას მართავენ. ისინი შენობასთან პირბადეებით
მივიდნენ და ამ ფორმით ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას მოითხოვენ.
სტუდენტთა მთავარი მოთხოვნა თბილისის მერის მხრიდან თბილისში ეკოლოგიური კუთხით რეგულაციების გამკაცრებაა.
აქციის მონაწილეთა თქმით, საჭიროა გაუმჯობესდეს სატრანსპორტო პოლიტიკა და დაიხვეწოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა.
imedinews.ge

















