ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი სეტყვის
საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ 10 აპრილს კახეთის რეგიონში 25 კვადრატულ კილომეტრამდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა.
შედეგად კახეთის ორ რაიონში მოსალოდნელი სეტყვა სრულად აიცილეს თავიდან.
10 აპრილს 17:00 საათიდან სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებიდან რეგიონში რამდენიმე სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტალური მასა შემოვიდა.
21:30 საათამდე ახმეტისა და თელავის რაიონებში ღრუბლები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა. სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100% შეადგინა, გაისროლეს 55 რაკეტა.
აქტიური ზემოქმედების შედეგად ნალექის სრული მასა წვიმის სახით ჩამოიცალა.

















