logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
შიდა ქართლში 72 მილიონი ლარის ღირებულების 600-ზე მეტი პროექტი განხორციელდება
შიდა ქართლში 72 მილიონი ლარის ღირებულების 600-ზე მეტი პროექტი განხორციელდება
11:39 11.04.2019
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა 2018 წლის საქმიანობა შეაჯამა და 2019 წელს რეგიონში დაგეგმილ პროექტებზე ვრცლად ისაუბრა.
როგორც გიორგი ხოჯევანიშვილმა განმარტა, გასულ წელთან შედარებით, 2019 წელს შიდა ქართლში დაგეგმილი პროექტების განორციელებაზე 38 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება. კერძოდ, 72 მილიონ ლარზე მეტი 617 პროექტზე გადანაწილდება, რომელიც მოიცავს როგორც ინფრასტრუქტურულ, ისე დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების ხელშეწყობის, რეგიონში საგანმანათლებლო, სამედიცინო, სპორტული და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმართულებებს. ასევე, პროექტების განხორციელება გათვალისწინებულია სოფლის მეურნეობის დარგისა და ადგილობრივი წარმოების კიდევ უფრო მეტად განვითარების ხელშეწყობის მიზნით. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა გარემოს დაცვის კუთხით განსახორციელებელ ღონისძიებებსაც.

მასშტაბური პროექტი განხორციელდება ინტერმუნიციპალური ცხოველთა მულტიფუნქციური თავშესაფრის მშენებლობისთვის, რომელიც აღჭურვილი იქნება ვეტერინალური კლინიკით, ლაბორატორიით და ვოლიერებით.

ინტერმუნიციპალური იქნება ის ტექნო-პარკიც, რომელიც კასპში შენდება. პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია ორსართულიანი შენობის მშენებლობა, სადაც განთავსებული იქნება სამუშაო და სასწავლო ოთახები, ე.წ. ფაბ-ლაბი, საკონფერენციო დარბაზი, დამხმარე სათავსოები და სამუშაო სივრცე. ასევე, იგეგმება ღია ტერასის მოწყობა სხვადასხვა აქტივობისთვის, ტერიტორიის კეთილმოწყობა, საპარკინგე ადგილის გამოყოფა და გამწვანება.
მიმდინარე წელსვე, დაგეგმილია გამყოფი ხაზის მიმდებარე 11 სოფელთან მისასვლელი გზის დაგება და 21 სოფლის წყალმომარაგების სისტემის მოწყობა. ასევე, აშენდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება სკოლებს, საბავშვო ბაღებსა და სპორტულ მოედნებს. დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მოეწყობა შიდა საუბნო გზებიც.

2019 წელს, სარწყავი წყლის პრობლემა, დამატებით, 22 სოფელში მოგვარდება. კერძოდ, მდინარე თეძამზე აშენდება კაშხალი, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც ტურისტულ-რეკრეაციული ზონა მოეწყობა. ამასთანავე, კაშხალზე წარმოშობილი სარწყავი წყლის მარაგით ასობით ოჯახი ისარგებლებს.
აქტიურ ფაზაშია შესული რეგიონში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია-კონსერვაციის სამუშაოების პროცესი. ამ დროისათვის, სამუშაოები 6 მუზეუმში უკვე წარმოებს. ინტენსიურად მიმდინარეობს გორის ციხის რეაბილიტაციაც, პარალელურად, დაგეგმილია სურამის ციხეზე არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარება და შემდგომი კონსერვაცია.

წელსვე, გაიხსნება გორის მულტიფუნქციური სპორტის სასახლე, გორში აშენდება ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედანი და ხაშურში - საერთაშორისო დონის საფეხბურთო სტადიონი.

„თითოეული პროექტი, რომელიც მიმდინარე წელს განხორციელდება, დაგეგმილია მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციით, მათი მოთხოვნების და საჭიროებების მაქსიმალური გათვალისწინებით. რეგიონის სოფლების უმეტესობა პირადად მოვიარე, შევხვდი მოსახლეობას და მათი დაკვეთა შეძლებისდაგვარად ავსახეთ ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეული თეთრი დაიხარჯოს მიზნობრივად და მოხმარდეს რეგიონის განვითარებას. ჩვენი მიზანია, სამუშაოები შესრუდეს ხარისხიანად და ამ პროექტების განხორციელებით მიღებული შედეგი თითოეული მოსახლის ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახოს“ - აღნიშნა შიდა ქართლის რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა.

რწმუნებულის შუალედურ ანგარიშსა და მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტების პრეზენტაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში - ქეთევან ციხელაშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში - სოზარ სუბარი, პარლამენტის დეპუტატები, სასულიერო პირები, სამინისტროების, სააგენტოების, დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა