logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველო“ განცხადებას ავრცელებს
კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველო“ განცხადებას ავრცელებს
10:30 10.04.2019
კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველო“ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს განცხადებით მიმართავს.

"გვინდა გამოვეხმაუროთ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ ინიციატივას ზოგადი განათლების კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ. კერძოდ, საქართველოში ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნების ნაწილში „ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებების“ ნაცვლად მხოლოდ დემოკრატიული ღირებულებების დატოვებასა და სიტყვის „ლიბერალური“ ამოღებას.

პირველ რიგში, გვინდა განვმარტოთ რომ ლიბერალური დემოკრატია არის სახელმწიფოს მართვის მოდელი, რომელიც მოქალაქისა და ხელისუფლების ურთიერთობებში აღიარებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა უპირობო პრიორიტეტულობას. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილებით კომიტეტის წევრმა დეპუტატებმა ხელი შეუწყვეს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი განმანათლებელი წინაპრების ძირითადი ორიენტირებიდან გადახვევას და ევროპული ოჯახიდან ჩვენს ჩამოშორებას.

საკანონმდებლო ცვლილების განმარტებით ბარათში, ზემოაღნიშნულის საჭიროება დასაბუთებულია გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენციასთან შესაბამისობის აუცილებლობით. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ევროკავშირის ყველა კონვენცია და დეკლარაცია ეყრდნობა, სწორედაც, ლიბერალური დემოკრატიის პრინციპებს და წარმოადგენს მმართველობის ამ ფორმის მონაპოვარს.

ზოგადად, ამ საკითხზე მსჯელობისას, საყურადღებოა ორი გარემობა:
პირველი, განათლების სფეროში არსებული გამოწვევებისა და, თავად ზოგადი განათლების შესახებ კანონის მნიშვნელოვანი ხარვეზების ფონზე, კომიტეტის განხილვის საგანი ხდება კანონის ის პუნქტები, რომლებიც სრულად არის ჰარმონიზებული საერთაშორისო დოკუმენტებთან და განმსჭვალულია თავისუფლების სულისკვეთებით.
მეორე, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მცირე ჯგუფის მიერ, სამოქალაქო საზოგადოებისა და სფეროს ექსპერტების ჩართულობის გარეშე.
ხაზგასმით გვინდა განვაცხადოთ, რომ განათლების პოლიტიკის ფორმირებისა და ცვლილებების განხორციელებისას პრინციპულად მნიშვნელოვანია, როგორც დაინტერესებული მხარეების, ასევე, ფართო საზოგადოების ჩართულობა.
გვინდა მოვუწოდოთ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრებს, რომ შეწყვიტონ აღნიშნული ინიციატივის განხილვა და მეტი ყურადღება დაუთმონ იმ საკანონმდებლო ნაკლოვანებების აღმოფხვრას, რომლებიც ხელს უშლის საქართველოში ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევას!", ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც 12 ორგანიზაცია აწერს ხელს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა