logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
9 აპრილთან დაკავშირებული კვირეული სენაკში გალა კონცერტით დასრულდა
9 აპრილთან დაკავშირებული კვირეული სენაკში გალა კონცერტით დასრულდა
09:34 10.04.2019
9 აპრილისადმი მიძღვნილი კვირეული, სენაკში, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით გამართული გალა-კონცერტით დასრულდა.

ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, სხვადასხვა სტრუქტურისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღია ცის ქვეშ გამართულ საღამოზე, რომლის სცენარის ავტორი და წამყვანი გახლდათ მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის სპეციალისტი ლია ღვამბერია, რეჟისორი - ვეფხვია გორგოძე, ცენტრთან არსებული სახალხო ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,კოლხის“ მოცეკვავეები, ახალგაზრდულ თეატრ ,,ფიროსმანის“ ნორჩი მსახიობები, საესტრადო განყოფილების აღსაზრდელები.

,,კოლხური ტრიოს“ სოლისტის, ბელა ქამადაძისა და მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის სპეციალისტის, მომღერალ სალომე ბერიშვილის მიერ შესრულებულმა, 9 აპრილის განუყოფელმა მელოდიებმა, საღამოს მეტი ხიბლი შემატეს.

კვირეულისა და გალა-კონცერტის ამაღელვებელმა ბოლო აკორდმა მაყურებლის განსაკუთრებული ემოცია გამოიწვია.

მორის ფოცხიშვილის ტექსტზე ჯემალ სეფიაშვილის მიერ შექმნილმა, 9 აპრილის ჰიმნად ქცეულმა უკვდავმა მელოდიამ ,,ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ ამჯერად, სცენაზე, სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის სხვადასხვა თაობის წარმომადგენელი გააერთიანა.

სევდიანი სიამაყით ნამღერმა ერთიანობის საგალობელმა, სიმბოლურად, საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ბიუსტის წინ სანთლებით გამოსახულმა წარწერამ - 9 აპრილი და დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად ცაში აშვებულმა 21-მა ფრანმა, სენაკში, ოცდამეათე 9 აპრილი, დაასრულა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა