საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ყვავილებით შეამკო 9 აპრილის მემორიალი და პატივი მაიგო დაღუპულთა ხსოვნას.
„30 წლის წინ მშვიდობიანი ანტისბჭოთა დემონსტარცია დაარბია საბჭოთა არმიამ, ეს არის ტრაგიკული დღე, თუმცა ეს დღე ქართველ ერს აერთიანებს თავისუფლების იდეის გარშემო და ყოველთვის გვახსენებს, თუ რა ფასად დაგვიჯდა თავისუფლება.
ჩვენი ყველას ვალია, რომ დარბევის მსხვერპლთა სახელები არასდროს იყოს დავიწყებული“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

















