პროფესიული განათლების გამოფენა - „ გაიცანი პროფესია” გაიხსნება
09:48 08.04.2019
პროფესიული განათლების გამოფენა - „ გაიცანი პროფესია” გაიხსნება.
ღონისძიების მიზანია პროფესიული განათლების შესახებ ინფორმაციის მიღების, ხელმისაწვდომობისა და დასაქმების ხელშეწყობა, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და მათი ოჯახებისათვის პროფესიების გაცნობა. ღონისძიებას დაესწრებიან სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობების (თბილისიდან, რეგიონებიდან), ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და მოსწავლეები.