დედაქალაქის მერი დიღმის მასივში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით კომენტარს
აკეთებს:
"ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება ამასთან დაკავშირებით, თუმცა უფრო მეტი კომუნიკაციაა, ვფიქრობ, საჭირო იმასთან დაკავშირებით, რომ გაზგამათბობლები, რომლებიც კუსტარულად არის დამონტაჟებული, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ზოგადად პრობლემებსაც იწვევს. უფრო მეტი კომუნიკაცია და ახსნა-განმარტებაა საჭირო მოსახლეობისათვის".
შეგახსენებთ, რომ აფეთქების შედეგად 7 ადამიანია დაშავებული. მათგან ერთ-ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
შემთხვევის ადგილზე ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

















