logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
აგვისტოს ომში დაღუპული გმირების შვილებმა მებრძოლების სახელზე სიმბოლურად 169 ნუშის ნერგი დარგეს
აგვისტოს ომში დაღუპული გმირების შვილებმა მებრძოლების სახელზე სიმბოლურად 169 ნუშის ნერგი დარგეს
10:55 07.04.2019
ქალაქ გორში კვერნაქის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამების ეკლესიასთან 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების შვილებმა გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა.

11-17 წლის ბავშვებმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასა და თავდაცვის ძალების მეთაურ, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად, მებრძოლების სახელზე სიმბოლურად 169 ნუშის ნერგი დარგეს.

ნუშის ნერგების დარგვის შემდეგ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა და გმირების შვილებმა გორის სამების ეკლესიაში გადაინაცვლეს. მოზარდებმა პატივი მიაგეს მამებისა და მათი თანამებრძოლების ხსოვნას და მათ სახელზე სანთლები დაანთეს.

თავდაცვის მინისტრის ინიციატივით ტერიტორიაზე მემორიალი განთავსდა, სამომავლოდ კი რეგიონულ მმართველობასთან თანამშრომლობით მცირე მასშტაბის სკვერის მოწყობაც იგეგმება.

გამწვანების აქციაში პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმაც მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ხოჯევანიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი, გორის სამების ეკლესიის მოძღვარი, მამა ლუკა და ფერმერი გიორგი მჭედლიძე დაესწრნენ.

გამწვანების აქცია თავდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა. ფერმერმა სოფელ ზემო ნიქოზიდან, გიორგი მჭედლიძემ, გამწვანების აქციისთვის 169 ცალი ნუშის ნერგი გმირების ოჯახის წევრებს უსასყიდლოდ გადასცა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა