logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დედაქალაქის მერი aigroup-ის პრეზენტაციას დაესწრო
დედაქალაქის მერი aigroup-ის პრეზენტაციას დაესწრო
10:30 07.04.2019
თბილისის მერი, კახა კალაძე, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად, ამიერკავკასიაში ეკომიმართულებით მომუშავე პირველი ინდუსტრიული ბიზნესჯგუფის პრეზენტაციას დაესწრო.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ის, როგორც დედაქალაქის მერი, მოხარულია, რომ თბილისში ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.

"დღეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და მე, როგორც დედაქალაქის მერს, ძალიან მიხარია, რომ ასეთი მასშტაბური პროექტი ხორციელდება. ჩვენ რამდენიმე თვის წინ პრემიერთან ერთად წარვადგინეთ მწვანე ქალაქის კონცეფცია, ასევე ის მიმართულებები, რომლებიც დღეს გამოწვევებს წარმოადგენს, განსაკუთრებით ჩვენი ქალაქისთვის და ვისაუბრეთ, თუ რა უნდა გაკეთდეს სამომავლოდ, რომ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდეს. ეს მიმართულება ძალიან ბევრი კომპონენტისგან შედგება, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება, რომელიც უკვე დაწყებულია. წლის ბოლოსთვის ქალაქში ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსები გვეყოლება, გვექნება განახლებული მეტროს ვაგონები.

ასევე, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა ეს კონკრეტული პროექტი. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ aigroup-თან ერთად, რათა ეს პროექტი განხორციელებულიყო. თბილისი არის ევროპული ქალაქი, რომელიც ყოველთვის იწვევს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანების ინტერესს. დღეს უბედნიერესი ვარ, რომ ეს პროექტი ხორციელდება", - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ე.წ. "ქარშეარინგის" არსი კიდევ ერთხელ განმარტა. მისი თქმით, ელექტრომობილები განთავსებული იქნება თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე და მსურველს, სპეციალური აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ, საშუალება ექნება, ავტომანქანით ისარგებლოს, შემდეგ კი ნებისმიერ ადგილზე დატოვოს.

დედაქალაქის მერმა ასევე წარადგინა მზის პანელები, რომლებიც ქუჩებზე იქნება განთავსებული ელექტრომობილების დატენვის მიზნით.

"დღეს მთელი მსოფლიო მწვანე ენერგიის მიმართულებით ვითარდება და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა გამონაკლისი ვერ იქნებოდა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო აიგროუპ-ის დამფუძნებლებს მხარდაჭერისთვის. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ და მჯერა, ერთიანი ძალისხმევით, დედაქალაქში კიდევ უფრო საინტერესო პროექტები გვექნება. უახლოეს მომავალში ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება, ამ ელექტრომობილებით ისარგებლოს", - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, საქართველოში პირველი ქართული ელექტრომობილების წარმოება დაიწყება - ქუთაისში ელექტრომობილების ქარხანა აშენდება. შეიქმნება მანქანების ქართული ბრენდი, რომელიც ელექტრომანქანებით მოამარაგებს არამხოლოდ ქართულ ბაზარს, არამედ კავკასიის რეგიონს, ცენტრალურ აზიასა და ევროპას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა