logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კამპანიის „სამხრეთ კავკასია ნაღმების გარეშე“ ფარგლებში აფხაზეთის №2 საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა
კამპანიის „სამხრეთ კავკასია ნაღმების გარეშე“ ფარგლებში აფხაზეთის №2 საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა
16:44 05.04.2019
ნაღმების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის "სამხრეთ კავკასია ნაღმების გარეშე" ფარგლებში აფხაზეთის ჯუმბერ ბეთაშვილის სახელობის №2 საჯარო სკოლაში საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "ლინქსის" და მისი პარტნიორის ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა.

საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიაში არსებული აუფეთქებელი სამხედრო მასალების პრობლემას და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის კონფლიქტურ რეგიონებში განაღმვის კუთხით ორგანიზაცია "ჰალო ტრასტის" მიერ განხორციელებულ სამუშაოებს.

ევროპულ-ქართული ინსტიტუტის პრეზიდენტმა გიორგი მელაშვილმა ისაუბრა კამპანიის ფარგლებში საქართველოში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ასევე ნაჩვენები იყო კამპანიის ფარგლებში შექმნილი კლიპი.

ბრიტანული ჰუმანიტარული ორგანიზაცია "ჰალო ტრასტის" წარმომადგენლებმა მოსწავლეებს წარმოუდგინეს ნაღმები და სხვადასხვა ფეთქებადი მოწყობილობები, გააცნეს მათგან მომავალი საშიშროებები და უსაფრთხოების წესები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "ლინქსის" აღმასრულებელმა დირექტორმა დენის სამუტმა ისაუბრეს კავკასიაში და კერძოდ საქართველოში ჯერ კიდევ არსებულ დანაღმულ ტერიტორიებზე რომლებიც მუდმივად საფრთხეს უქმნის ადგილობრივ მაცხოვრებელთა სიცოცხლეს.

ღონისძიებას საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "ლინქსის" ერთ-ერთი დირექტორი გიორგი სვიმონიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით გვაძაბია, №2 საჯარო სკოლის დირექტორი, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

4 აპრილს ნაღმების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნა. "სამხრეთი კავკასია ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გარეშე" კამპანიის ფარგლებში 4-დან 10 აპრილის კავკასიის სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში დაგეგმილია ღონისძიებები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა