logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
კახეთიდან აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს ერთჯერადი კომპენსაცია გადაეცემათ
კახეთიდან აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს ერთჯერადი კომპენსაცია გადაეცემათ
10:59 08.08.2012
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 4 წლისთავთან დაკავშირებით დღეს კახეთის ადგილობრივი ხელისუფლება რეგიონიდან ომში დაღუპულთა ოჯახებს ერთჯერად კომპენსაციას გადასცემს.
„ნიუსპრესისთვის“ კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ცნობილი გახდა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება, თელავის მუნიციპალიტეტში რუსული აგრესიის დროს გარდაცვლილ ზურაბ ბალაშვილის საფლავს ყვავილებით შეამკობს, მის ოჯახს ეწვევა და 1000 ლარიის ოდენობის კომპენსაციას გადსცემს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია აგვისტოს ომში გარდაცვლილი მეომრების ალექსი ნატროშვილისა და სოსო ღვინიაშვილის საფლავების და მათი ოჯახების მონახულება. გურჯაანში დიდების მემორიალთან მკლავჭიდსა და ჭადრაკში მეომრების სახელობის თასი გათამაშდება.
გვირგვინებით შემკობენ აგვისტოს ომში დაღუპული ექიმის გიორგი აბრამიშვილის საფლავს სიღნაღში და მის ოჯახს 500 ლარის ოდენობის კომპენსაციას გადასცემენ.
ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო მუზეუმში, აგვისტოს ომში ყვარლის მუნიციპალიტეტიდან გარდაცვლილი მეომრების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება და თითოეული დაღუპულის ოჯახს 1000 ლარი გადაეცემა.
დღესვე, ლაგოდეხში ღია ცის ქვეშ აგვისტოს ომის ამსახველი დოკუმენტური ფილმის ჩვენება შედგება.
ახმეტის მუნიციპალიტეტში კი, ღია ცის ქვეშ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლისას დაღუპული გმირების ფოტოების და რუსული აგრესიის შესახებ დოკუმენტური კადრების ჩვენება და ახალგაზრდა მხატვრების ომის თემატიკაზე შექმნილი ნახატების გამოფენა მოეწყობა.
დედოფისწყაროს მუნიციპალიტეტში სოფელ ფიროსმანსა და ზემო ქედში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები გვირგვინებით შეამკობენ ომში გარდაცვლილთა საფლავებს, დედოფლისწყაროს თავდადებულთა მოედანზე კი, ომში დაღუპულთა მემორიალი გაიხსნება. ომში გარდაცვლილთა ოჯახები კი, ათას-ათასი ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებენ.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ომში გარდაცვლილების სოფელ დიდ ჩაილურში მცხოვრები გიორგი კირაკოზაშვილის და სოფელ მარიამჯვარში მცხოვრები რევაზ მამისაშვილის საფლავებს გვირგვინებით შეამკობენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა