logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ვაშლიჯვრის გზაგამტარის პროექტში ცვლილებების შედეგად მწვანე სივრცე შენარჩუნებულია
ვაშლიჯვრის გზაგამტარის პროექტში ცვლილებების შედეგად მწვანე სივრცე შენარჩუნებულია
09:23 05.04.2019
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ვაშლიჯვრის გზაგამტარის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. სოციალურ ქსელში გაკეთებულ ვიდეომიმართვაში კახა კალაძემ კიდევ ერთხელ განმარტა პროექტის მნიშვნელობა. მისი თქმით, ახლო მომავალში დედაქალაქს ადაპტირებული და თანამედროვე სტანდარტების გზაგამტარი პანდუსი შეემატება, რაც ხელს შეუწყობს მიმდებარე გზებზე ტრანსპორტის მოძრაობის განტვირთვას. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, თავდაპირველად წარმოდგენილ პროექტში ცვლილებები მწვანე ნარგავების შენარჩუნების მიზნით განხორციელდა.

„ჩვენ ახლა ვიმყოფებით დიღომში, ვაშლიჯვრის გადმოსასვლელი პანდუსის მშენებლობის ადგილზე, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს. ამ წუთებში მიმდინარეობს რკინა-ბეტონის კოჭების განთავსება, შემდეგ უკვე დაიწყება გზის მოასფალტება და კეთილმოწყობა. პროექტი ხელს შეუწყობს მიმდებარე გზების საცობებისგან განტვირთვას. ადგილობრივმა მოსახლეობამ ყველაზე მეტად იცის, თუ რამხელა დისკომფორტს წარმოადგენს ეს კონკრეტული მონაკვეთი, განსაკუთრებით პიკის საათებში, როდესაც ადამიანებს საათობით უწევთ საცობებში დგომა. აღნიშნული პროექტი მოგვცემს შესაძლებლობას, გადაადგილება გახდეს თავისუფალი. პროექტის განხორციელება, დაახლოებით, 5 მილიონი დაჯდება.

აღსანიშნავია, რომ ჩვენ პროექტში ცვლილებები განვახორციელეთ. პირველადი პროექტით, ადგილზე არსებული მწვანე ნარგავები მთლიანად უნდა მოჭრილიყო, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. თქვენ იცით თბილისის მერიის დამოკიდებულება მწვანე სივრცეების მიმართ და ცვლილებები სწორედ მწვანე სივრცის შესანარჩუნებლად განვახორციელეთ. ამ ყველაფერს გარკვეული დრო დასჭირდა, თუმცა სამუშაოები აღნიშნულ მონაკვეთზე მაისის შუა რიცხვებისთვის დასრულდება და აქ უკვე შესაძლებელი იქნება საცობების გარეშე გადაადგილება. ვაშლიჯვრის გზაგამტარი იქნება ადაპტირებული. გზის ორივე მხარეს შშმ პირებისთვის სპეციალური ლიფტები დამონტაჟდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა