თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს წყალმომარაგება შეუწყდება.
„ნიუსპრესისთვის“ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ ცნობილი გახდა, რომ ზემო
ვაკის სატუმბ სადგურში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, წყალი 10-დან 20 საათამდე რჩეულიშვილის, ჯაფარიძის, უმიკაშვილის, ლარსის, თერგის, გოგებაშვილის, კერესელიძის, მაყაშვილისა და მათ მიმდებარე ქუჩებს არ მიეწოდება.
პირველი ზიგზაგის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო კი, წყალმომარაგება დღეს, 10:00-დან 9 აგვისტოს გამთენიის 03:00 საათამდე პირველი ზიგზაგის ქუჩას შეეზღუდება.
წყალსადენისა და წყალარინების ქსელების შეცვლა პეტრე ბაგრატიონის ქუჩაზეც მიმდინარეობს. აღნიშნული მიზეზით, 10:00-დან 23:00 საათამდე წყალმომარაგება პეტრე ბაგრატიონისა და ლამის ქუჩებს მიმდებარე ჩიხებს შეუწყდება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში წყალი სიღნაღის ქუჩას, დავითაშვილისა და მნათობის ქუჩების ნაწილს, ჯაბაურის, დიღომბარისა და არაგვისპირელის ქუჩებს და მიმდებარე შესახვევებს არ მიეწოდება.
კომპანიის ინფორმაციით, გათიშულ აბონენტებს წყალმომარაგება სამუშაოების დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად აღუდგებათ.

















