logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: მოხდება ისეთი დასახლებული პუნქტების გაზიფიცირებაც, სადაც ისტორიულად არასდროს ყოფილა ბუნებრივი აირი
ნათია თურნავა: მოხდება ისეთი დასახლებული პუნქტების გაზიფიცირებაც, სადაც ისტორიულად არასდროს ყოფილა ბუნებრივი აირი
17:24 04.04.2019
2019 – 2021 წლებში საქართველოს კიდევ 217 დასახლებულ პუნქტში განხორციელდება გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები, რისთვისაც 209 მილიონი ლარი დაიხარჯება - ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომლის დასრულების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ პრესკონფერენცია გამართა.

„გაზიფიცირების გეგმა, რომელიც დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით საქართველოს მთავრობამ განიხილა და დაამტკიცა, მოიცავს ისეთ დასახლებულ პუნქტებსაც, სადაც ისტორიულად არასოდეს ყოფილა ბუნებრივი აირი - მათ შორის არის მაღალმთიანი აჭარა, მაღალმთიანი გურია და სამეგრელოს ისეთი მუნიციპალიტეტები, როგორიცაა ჩხოროწყუ, წალენჯიხა და ა.შ. რაც შეეხება იმ დასახლებულ პუნქტებს, რომლებიც ამ ეტაპზე ვერ მოხვდნენ გეგმაში, განსაკუთრებით ისეთ მაღალმთიანი დასახლებები, სადაც ძალიან რთული რელიეფია და ფიზიკურად ვერ შეგვყავს მილი, მათთვის მუშავდება ალტერნატიული გეგმა ან ამ სოფლების გაზით უზრუნველყოფა მოწინავე ტექნოლოგიების საშუალებით მოხდება“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, 2021 წლისთვის ქვეყნის მასშტაბით, 1,2 მილიონზე მეტი აბონენტი იქნება გაზიფიცირებული, რაც აბონენტთა მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 85 პროცენტია. „ამ მაჩვენებლით საქართველო ერთ-ერთი ლიდერია ევროპაში“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

თურნავას განმარტებით, გაზიფიცირება, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში, არა მხოლოდ გააუმჯობესებს მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას, ასევე შეამცირებს ხე-ტყის ჭრას გათბობის მიზნით. მნიშვნელოვანია, რომ გაზიფიცირება განხორციელდება ისეთ დასახლებულ პუნქტებშიც, სადაც ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება მიმდინარეობს.

გარდა ამისა, გაზიფიცირების პროექტი შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს რეგიონებში. 2019 – 2021 წლებში დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოებისთვის, ძირითადად, იმ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები პირები დასაქმდებიან. შედეგად, სამშენებლო სამუშაოების მსვლელობისას, ამ მუნიციპალიტეტებში დასაქმების მაჩვენებელი გაიზრდება.

გაზიფიცირების სამწლიანი გეგმის შემუშავებაში აქტიურად იყვნენ ჩართული რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. შედეგად, სამუშაოები დაიგეგმება რეგიონების სივრცითი მოწყობის წესების დაცვით და სამომავლო განვითარების გათვალისწინებით.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა