4 აპრილს ლოლიტას საკონფერენციო სივრცეში კონფერენცია "შემოქმედებითი მეწარმეობიბის
აკადემია 2019" გაიხნა.წლევანდელი აკადემიის მთავარი თემაა: ფესტივალების როლი ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში.
ღონისძიებას მასპინძლობენ ორგანიზაციები: შემოქმედებითი კავკასია, შემოქმედებითი საქართველო და შემოქმედებითი ესტონეთი.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ესტონური და ქართული წამყვანი ფესტივალების დამფუძნებლებმა საკუთარი ორგანიზაციების მისიებზე, ფესტივალების ინოვაციურად ჩატარების გამოცდილებასა და სასურველი თუ არასასურველი შედეგების შეფასებაზე ისაუბრეს.
გარდა ამისა, ესტონელმა ექსპერტებმა ყურადღება გაამახვილეს ფესტივალის მომზადებისა და ჩატარების ისეთ ასპექტებზე, როგორიცაა ბრენდინგი, დაფინანსება და სერვისების დაგეგმვა.

















