4 აპრილს, 14:00 საათზე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო
, მსოფლიოს მიუსაფარ ცხოველთა დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალურ თავშესაფარში ღონისძიებას გამართავს. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებისათვის თავშესაფარის ტური და ცხოველების გაჩუქების აქცია მოეწყობა, ბავშვებისათვის კი სხვადასხვა აქტივობები ჩატარდება.

















