logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მერია გურამიშვილის გამზირზე მდებარე სკვერში ჯანსაღი ხეების მოჭრის ფაქტს უარყოფს
მერია გურამიშვილის გამზირზე მდებარე სკვერში ჯანსაღი ხეების მოჭრის ფაქტს უარყოფს
11:56 03.04.2019
დედაქალაქის მერი კახა კალაძე გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის მიზნით, გურამიშვილის გამზირზე მდებარე სკვერში ჯანსაღი ხეები იჭრება, სიცრუეს უწოდებს.

თბილისის მერი მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე საკრებულოს ერთ-ერთი ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოსახლეობას სწორი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს.

„მომავლის თაობის პოლიტიკოსმა“ გააკეთა განცხადება, რომ კონკრეტულ მისამართზე - სკვერში თითქოს, ხეები იჭრება იმისთვის, რომ 12-სართულიანი კორპუსი აშენდეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე პროექტი იმ ზონის ფარგლებში ვითარდება, რა ზონაც არის მითითებული და დადგენილი ყოველგვარი კოეფიციენტის მატების გარეშე. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია, რათა „მომავლის თაობის პოლიტიკოსებმა“ საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანონ. ღმერთმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა ასეთი „მომავლის თაობის პოლიტიკოსებისგან“. ეს არის სირცხვილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მოადგილეს, მაია ბითაძეს სთხოვა, აღნიშნულ საკითხზე მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.

„ნამდვილად საოცარი ინფორმაცია გავრცელდა. ლევან ხაბეიშვილი სკვერში იმყოფებოდა და მიუთითებდა იმაზე, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე კორპუსი უნდა აშენდეს, რაზეც მოცულობა სპეციალური ზონალური შეთანხმებით, 12 სართულამდე არის გაზრდილი და ხეები იჭრება. ვფიქრობ, სირცხვილია მოსახლეობის ასეთი დონით შეცდომაში შეყვანა. გამომდინარე იქიდან, რომ კადრებში ასახული იყო სანიტარიული ჭრები, რომელსაც მუნიციპალიტეტი აქტიურად ახორციელებს, იმისთვის, რომ დაავადების კერები აღმოვფხვრათ. კადრებში ნაჩვენები იყო ზუსტად ეს ხეები, რომლებიც გუშინ „ეკოსერვის ჯგუფის“ მიერ მოიჭრა. ეს ჭრები კვლავ გაგრძელდება და მიმდინარე წელს მცენარეების ჩანაცვლება მთლიანად მოხდება“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

რაც შეეხება სკვერის მიმდებარედ კორპუსის მშენებლობის საკითხს, მერის მოადგილის თქმით, აღნიშნული ინფორმაციაც აბსოლუტური სიცრუეა.

„ტერიტორია, რომელიც სკვერის მომიჯნავედ მდებარეობს და სადაც მშენებლობა მიმდინარეობს, სამშენებლო ტერიტორიაა. უფრო მეტიც, საზოგადოებრივი-საქმიანობის ზონაა, სადაც ბევრად უფრო დიდი მოცულობის ობიექტი შეიძლებოდა აშენებულიყო. პროექტის მიხედვით, არცერთი ხე არ იჭრება. ძალიან დიდი დენდროლოგიური პროექტია შეთანხმებული, რომლის შედეგებს პროექტის დასრულების შემდეგ ვიხილავთ. ამიტომ, ვფიქრობ, ნამდვილად სირცხვილია, მოსახლეობის ამ დონით შეცდომაში შეყვანა“, - განმარტა მაია ბითაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა