logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თბილისში შსს-ს მომსახურების სააგენტომ სარეგისტრაციო მომსახურების ახალი ცენტრი გახსნა
თბილისში შსს-ს მომსახურების სააგენტომ სარეგისტრაციო მომსახურების ახალი ცენტრი გახსნა
09:46 03.04.2019
შსს-ს მომსახურების სააგენტომ თბილისში სარეგისტრაციო მომსახურების ახალი ცენტრი გახსნა, რომელიც ჯორჯ ბალანჩინის ქუჩაზე, N26-ში მდებარეობს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მომსახურების ცენტრი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებულ სხვადასხვა მომსახურებას გაუწევს.

მომსახურების სააგენტოს ახალი ცენტრის გახსნას სააგენტოს დირექტორი მარიანა მორგოშია და სააგენტოს ოფიციალური პირები დაესწრნენ.

„თბილისის სარეგისტრაციო მომსახურების ახალ ცენტრში მოქალაქეებისთვის მაქსიმალური კომფორტი და მომსახურების მაღალი ხარისხია უზრუნველყოფილი. ცენტრში განთავსებულია საექსპერტო და სარეგისტრაციო განყოფილება, ასევე, საბანკო მომსახურება, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ცენტრიდან გაუსვლელად მიიღოს მისთვის სასურველი სერვისი. ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს, როგორც ახალ პროექტებზე, ასევე, არსებული სერვისების გაუმჯობესებაზე და ეს ეხება როგორც ინფრასტრუქტურულ, ასევე, მომსახურებაზე ორიენტირებულ მიმართულებებს“, - განაცხადა მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, მარიანა მორგოშიამ.

დღეიდან მოქალაქეებს მომსახურების სააგენტოს ახალ ცენტრში შემდეგი სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ: სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება, საექსპერტო შემოწმება და საექსპერტო აქტის შედგენა, ასევე, პირველადი რეგისტრაცია და გადაფორმება.

შეგახსენებთ, რომ სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მომსახურებისთვის განსხვავებული ტარიფი მოქმედებს.

აღსანიშნავია, რომ, დღეის მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მომსახურების სააგენტოს 11 სტრუქტურული ერთეული და 3 მობილური ჯგუფი ფუნქციონირებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა