logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გლდანში ფორე მოსულიშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გლდანში ფორე მოსულიშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს
15:22 02.04.2019
გლდანის რაიონში, ფორე მოსულიშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოებს დღეს თბილისის მერი, კახა კალაძე, მოადგილე, ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

მოსულიშვილის ქუჩაზე, სადაც გზის საფარი დაზიანებული იყო და სანიაღვრე ქსელი ამ დრომდე არ არსებობდა, საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 9 200 კვადრატული მეტრის ფართობზე მოწესრიგდება. დაახლოებით, 480 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი მოეწყობა, 6 400 კვ.მ ფართობზე კი, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.

„ფორე მოსულიშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პირველი, რაც კეთდება, ეს არის მიწისქვეშა კომუნიკაციები. ასევე, ეწყობა სანიაღვრე ქსელი, რომელიც ამ დრომდე არ არსებობდა. შემდეგი ეტაპი უკვე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იქნება. აღნიშნულ ქუჩაზე სამუშაოები მაისის ბოლოსთვის დასრულდება. მსგავსი მასშტაბური სამუშაოები ყველა რაიონში მიმდინარეობს, რათა ის პრობლემები, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს, ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს“ - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა ბორდიური და ფეხით სავალი ბილიკი. ასევე, აღდგება მწვანე ზოლი და სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირგვება.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა „ენკა“ ასრულებს. პროექტის ღირებულება დაახლოებით, 672 400 ლარია.

მოსულიშვილის ქუჩაზე კახა კალაძესთან ერთად, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები კობა კობალაძე და გულია გოცირიძე იმყოფებოდნენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა