logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი „ალმერიის აგრარული მოდელის“ პრეზენტაციას დაესწრო
ლევან დავითაშვილი „ალმერიის აგრარული მოდელის“ პრეზენტაციას დაესწრო
15:09 02.04.2019
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი "ალმერიის აგრარული მოდელის" პრეზენტაციას დაესწრო.

ღონისძიება ალმერიის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და "ევრობიზნეს კონსალთინგის" ორგანიზებით და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით გაიმართა.

"ალმერიის განვითარების მოდელის" საფუძველზე ესპანეთის ალმერიის რეგიონმა მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზრდას გასული 50 წლის მანძილზე მიაღწია. ალმერიის მოდელის განხორციელების პროცესში დაიხვეწა და განვითარდა სასათბურე მეურნეობები, სარწყავი სისტემები, სანერგე მეურნეობები, ბიოლოგიური კონტროლის მეთოდები, აგროქიმიკატებისა და სასუქების გამოყენების სისტემა, ენერგოეფექტურობის მეთოდები, განვითარდა პროდუქტის შეფუთვის ფორმები, შენახვა-დასაწყობების სისტემები, ბიზნეს-ასოციაციები, აგროინდუსტრიის სასწავლო პროგრამები და სხვა
ლევან დავითაშვილის განცხადებით, "ალმერიის განვითარების მოდელი" საინტერესო პრაქტიკაა საქართველოსთვის და ქართველი ინვესტორებისთვის.

"ალმერიის მოდელი საკმაოდ ცნობილია და წარმატების მაგალითია, რომლითაც რამდენიმე ქვეყანა დაინტერესდა და პრაქტიკაში განახორციელა. ეს მოდელი ჩვენთვისაც საინტერესოა და ვიმედოვნებთ, რომ "ალმერიის განვითარების მოდელით" ქართველი მეწარმეებიც დაინტერესდებიან და ამ კუთხით თანამშრომლობის პირველი მაგალითები გაჩნდება. უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენს ქვეყანასთან ამ მოდელის ადაპტირება და განხორციელება, სასარგებლო იქნება და ახალ მუხტს მისცემს სასათბურე მეურნეობების განვითარებას", - აღნიშნა მინისტრმა.

ღონისძიების მონაწილეებს ესპანეთიდან ალმერიის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ვიქტორ კრუსი ჩაერთო, რომლის განცხადებითაც, "ალმერიის განვითარების მოდელი" ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გახდა მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში.

პრეზენტაციაზე განიხილეს მოდელის სხვადასხვა ასპექტები და საქართველოში გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა