logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია არასამთავრობოებთან შეხვედრაზე:  სტატისტიკის ანალიზის საფუძველზე, შემოდგომისთვის ერთად შევთანხმდეთ, რა სახის სისხლის სამართლის პოლიტიკა სჭირდება ქვეყანას
გიორგი გახარია არასამთავრობოებთან შეხვედრაზე: სტატისტიკის ანალიზის საფუძველზე, შემოდგომისთვის ერთად შევთანხმდეთ, რა სახის სისხლის სამართლის პოლიტიკა სჭირდება ქვეყანას
13:07 02.04.2019
შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია, არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა და 2018 წლის დანაშაულის სტატისტიკა გააცნო. ასევე შეხვედრაზე განიხილეს დანაშაულის ცალკეული მიმართულებების მიხედვით სისხლის სამართლის პოლიტიკის ცვლილების საკითხები.

მინისტრის განცხადებით, სტატისტიკაზე დაყრდნობით შინაგან საქმეთა სამინსიტროში მიმდინარეობს ანალიზი, თუ რა შემდგომი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ყველა მხარის მონაწილეობით.

"დღეს ჩვენ, პირველ რიგში, ვხვდებით ექსპერტებს, არასამთავრობოებს და ამ შეხვედრებს გავაგრძელებთ, სხვათა შორის, რაზეც ვსაუბრობთ, შეიძლება პოლიტიკური მსჯელობის საგანიც გახდეს. ჩვენ ვისაუბრებთ სისხლის სამართლის პოლიტიკის ცვლილებაზე. მოგეხსენებათ, რომ სტატისტიკური აღრიცხვიანობის გაუმჯობესების შემდგომ უკვე მონაცემების 1 წლის ბაზა დაგვიგროვდა და ვდგამთ შემდეგ ნაბიჯს. ეს შემდეგი ნაბიჯი გახლავთ სტატისტიკური მონაცემების ღრმა ანალიზი, რომელიც უნდა გახდეს სისხლის სამართლის პოლიტიკის ცვლილების საფუძველი, რათა ის გახდეს უფრო ეფექტური. ეს არის ამ შეხვედრების ძირითადი არსი.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკაში ცვლილებები არ არის მხოლოდ და მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმე, ეს გახლავთ მთლიანად მართლმსაჯულების ერთიანი სისტემის ძირითადი ამოცანა და რა თქმა უნდა, საზოგადოების სამოქალაქო საზოგადოება და სხვა დაინტერესებული მხარეები, მათ შორის, ექსპერტები, არასამთავრობოები, პოლიტიკური პარტიები ამ პროცესში უნდა იყვნენ ჩართულები. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ უკვე დაგვიგროვდა აბსოლუტურად ლეგიტიმური, ერთი წლის სტატისტიკური მონაცემები, რომლის ღრმა ანალიზი შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკურმა დეპარტამენტმა უკვე დაიწყო და შესაბამისად ეს უნდა გახდეს საფუძველი, რომ რამდენიმეთვიანი აქტიური მუშაობის შემდეგ, დაახლოებით შემოდგომისთვის, ყველა მხარე ერთად შევთანხმდეთ, რა სახის სისხლის სამართლის პოლიტიკა სჭირდება ქვეყანას. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ მუშაობის ძირითადი ამოცანა იქნება ეფექტურობის ზრდა.

მოგეხსენებათ, რომ სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ჩვენ უკვე გვაქვს დაგროვილი, აშკარად გვიჩვენებს დანაშაულის რამდენიმე მიმართულებით ზრდას. განსაკუთრებით ეს გახლავთ ისეთი დანაშაულები, როგორიცაა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული - ქურდობა, არის ასევე ფიზიკური ზემოქმედების ნაწილში დანაშაულის ზრდა, ოჯახური ძალადობა. არის მსუბუქი დაჭრების ნაწილშიც ზრდა, თუმცა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მძიმე დანაშაული, ორგანიზებული დანაშაული აბსოლუტურად კონტროლდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და ამ მუხლებით ჩვენ გვაქვს იგივე მდგომარეობა ან შედარებით კლება. ზუსტად ახლა არის ის მომენტი, როცა სადაც ზრდა გვაქვს, ეს გახლავთ წვრილმანი, ყოფით ნიადაგზე სპონტანურად ჩადენილი დანაშაული, რა თქმა უნდა ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ეფექტურობის და ხარისხიანი მუშაობის ხარჯზე გვქონდეს წარმატებები. თითოეული ჩვენი მოქალაქე წყნარად, მშვიდად შრომობდეს, არჩენდეს თავის ოჯახს, ზრუნავდეს თავის წარმატებულ მომავალზე.
შევთანხმდეთ იმაზე, რომ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა და დაწყებული მუშაობა, ღრმა და ეფექტური ანალიზი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ცვლილებებისათვის. საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში ძირითადი ზრდა მოდის ქურდობებზე, მიზეზი აქ შეიძლება სხვადასხვა იყოს. პირველი - ქურდობა ერთ-ერთი ყველაზე ძნელად გახსნადი დანაშაულია და აქ სტატისტიკის გაუმჯობესებას თავისი წვლილი ჰქონდა, თუმცა, სხვა ფაქტორებიც არის.

მოგეხსენებათ, რომ სისტემა თვითონ გახდა ბევრად ჰუმანური. მაგალითად, დღეს სხვადასხვა სახის წვრილმანი ქურდობისთვის შეიძლება ჩვენი დღევანდელი კანონმდებლობით ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ ჯარიმით განთავისუფლდეს და კიდევ ბევრი რამ. ამიტომ, ამას სჭირდება ღრმა ანალიზი იმისთვის, რომ მართლმსაჯულების ერთიანი სისტემა იყოს უფრო ეფექტური, რამეთუ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი რაც ჩვენ მოქალაქეებს დღეს აწუხებთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა