logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა კალაძე აუტიზმის ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო
კახა კალაძე აუტიზმის ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო
12:56 02.04.2019
დედაქალაქის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად, აუტიზმის ეროვნული ცენტრის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

თბილისის მერმა შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა, პროექტის მნიშვნელობაზე და მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან არსებულ მხარდაჭერაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, დედაქალაქის მერიამ ფონდს პროექტის განსახორციელებლად, ორი ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადასცა.

„აღსანიშნავია, რომ ამ სფეროში წლების განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით, არაერთი პრობლემა და გამოწვევა არსებობდა, თუმცა ერთიანი ძალისხმევით შესაძლებელი გახდა ის, რომ დედაქალაქის მერიამ 2015 წლიდან აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების დაფინანსება დაიწყო. დღეს ეს დაფინანსება შვიდჯერ არის გაზრდილი და დაახლოებით, ოთხ მლნ ლარს უთანაბრდება. ამ ეტაპზე, 951 ბენეფიციარი გვყავს, თუმცა პრობლემები დღესაც არსებობს. მაგალითად, 16 წლის ზემოთ ასაკის ახალგაზრდებისთვის არ არსებობს სერვისცენტრები. ამ პროექტით კი შევძლებთ, აღნიშნული მიმართულებით არსებული პრობლემები მოვაგვაროთ. დედაქალაქის მერიამ, დაახლოებით, ორი ჰექტარი მიწა გადასცა ფონდს იმისთვის, რომ ეს პროექტი განხორციელდეს. მინდა, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი თანადგომა და მხარდაჭერა მშენებლობის ყველა ეტაპზე. მზად ვარ, თქვენთან ერთად ჩავება კამპანიაში, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი, ბიზნესსექტორის მეტი წარმომადგენელი ჩავრთოთ აღნიშნულ საპატიო პროცესში და ავუხსნათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების განხორციელება. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით და სახელმწიფოს თანადგომით, შევძლებთ, ღირსეულად ვუპასუხოთ ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

აუტიზმის ეროვნული ცენტრი, რომელიც რეგიონული მნიშვნელობისაა და ანალოგი არ აქვს, აუტისტური სპექტრის მქონე 16 წელს ზემოთ მოქალაქეებს მოემსახურება. ცენტრში არსებული სერვისები მათ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებისა და უნიკალური უნარების განვითარებაში დაეხმარება.

კომპლექსის მნიშვნელოვან მიმართულებას სოციალური საწარმოების კომპონენტი წარმოადგენს, რაც აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდ და ზრდასრულ ადამიანებს საშუალებას მისცემს, სამუშაო უნარ-ჩვევები შეიძინონ, დასაქმდნენ და სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვრონ. ცენტრის კონცეფცია მოიცავს ასევე, ინკლუზიურ კომპონენტს.

აუტიზმის ეროვნული ცენტრის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას, რომელიც „აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდის“ ორგანიზებით გაიმართა, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მთავრობის, პარლამენტის, თბილისის მერიისა და საკრებულოს წევრები, ასევე, რაგბის ეროვნული ფედერაციისა და ეროვნული ნაკრების წევრები, ფონდის საქმიანობის მხარდამჭერები ესწრებოდნენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა