logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თსუში პერსონალის მესამე საერთაშორისო კვირეული გაიმართა
თსუში პერსონალის მესამე საერთაშორისო კვირეული გაიმართა
12:09 02.04.2019
ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პერსონალის მესამე საერთაშორისო კვირეული დაიწყო.

კვირეულის ფარგლებში თსუმ გერმანიის, საფრანგეთის, პორტუგალიისა და ესპანეთის 13 წამყვანი უნივერსიტეტის 23 წარმომადგენელს უმასპინძლა.

თსუს რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ, ევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლებს უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ გაცვლითი პროგრამებით დაინტერესებული სტუდენტების რაოდენობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ლიდერია.

"ევროკავშირის გაცვლითი პროგრამების მიმართ ინტერესი რომ ძალიან დიდია, ამას მოწმობს პერსონალის საერთასორისო კვირეული. საქართველოში ერაზმუს+-ის გაცვლითი პროგრამებისა და მასში მონაწილე სტუდენტების რაოდენობით თსუ ლიდერია და იმედია, მომავალში მათი რიცხვი გაიზრდება", - განაცხადა თსუს რექტორმა.


თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის თეა გერგედავას ინფორმაციით, საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში თსუ-ში იმ ევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, რომლებთანაც თსუ-ს გაცვლითი პროგრამები აქვს. "პერსონალის საერთაშორისო კვირეულის მიზანია პარტნიორებს ჩვენი შესაძლებლობები უკეთესად გავაცნოთ. ასევე, გავეცნოთ მათ შესაძლებლობებს, განვიხილოთ არსებული თანამშრომლობის გაფართოების ან ახალი მიმართულებებით თანამშრომლობის პერსპექტივები", - აღნიშნა თეა გერგედავამ.

თსუ 2015 წლიდან ერაზმუს პლუსის 182 პროექტს ახორციელებს ევროპის 26 ქვეყნის 85 უნივერსიტეტთან. ბოლი 3 წლის განმავლობაში თსუ-ის 1146 სტუდენტმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა სრულად დაფინანსებულ მობილობაში მიიღო მონაწილეობა.

პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს ევროკავშირის პროექტის ერაზმუს + საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლიკა ღლონტმა და განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ჭელიძემ მათი ორგანიზაციების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

საერთაშორისო კვირეული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წელს მესამედ ტარდება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა