„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერები 2008 წლის საომარი მოქმედებების ერთ-ერთ ეპიცენტრს, გორის რაიონის
სოფელ შინდისს ეწვივნენ და აგვისტოს ომში დაღუპულ ქართველ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
გიორგი თარგამაძე და გიორგი ახვლედიანი მოსახლეობასთან ერთად, დაღუპულ ქართველ ჯარისკაცთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდსაც დაესწრნენ.
მოძრაობის ლიდერთა განცხადებით, ეს არის ადგილი, სადაც სარკინიგზო გადასასვლელთან ალყაში მოქცეული ქართული რაზმისა და რიცხობრიავდ 100-ჯერ აღმატებული რუსული სამხედრო შენაერთის შეტაკება მოხდა. ამ ბრძოლის დროს, ქართველმა მეომრებმა საოცარი გმირობის მაგალითი აჩვენეს. ბრძოლაში 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა, მათ შორის ორმა, ტყვედ ჩაბარების თავიდან ასაცილებლად ხელყუმბარით აიფეთქეს თავი და დანარჩენ ქართველებთან ერთად დაიღუპნენ.
„საკმაოდ ემოციური შეხვედრა გამოვიდა ამ ემოციებს კიდევ უფრო ამძიმებს ღია ცის ქვეშ შინდისელების მიერ სახელდახელოდ მოწყობილი მუზეუმი, სადაც ბრძოლის ველზე შეგროვილი ნივთები - ჩაფხუტები, იარაღის ნაწილები, სამხედრო ფორმებია წარმოდგენილი. ეს არის ადგილი, სადაც ქართველმა მეომრებმა საოცარი გმირობის მაგალითი აჩვენეს”- განაცხადა თრაგამაძემ და დასძინა, რომ ამ ადგილზე მუზეუმი უნდა გაიხსნას.

















