ლონდონის საზაფხულო ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით მოასპარეზე მანუჩარ ცხადაია ნახევარფინალში გავიდა.
ქართველმა ფალავანმა წარმატება ეგვიპტელ სპორტსმენთან ორთაბრძოლაში მოიპოვა.
ცხადაია 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს. მან მეტოქეს დამაჯერებელი ანგარიშით სძლია.
ქართველი სპორტსმენი ნახევარფინალში უნგრელ მოჭიდავეს ტამაზ ლორინჩს დაუპირისპირდება.

















