logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონის რეგიონული დირექტორის თანამდებობაზე საქართველოს კანდიდატი წარადგინეს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონის რეგიონული დირექტორის თანამდებობაზე საქართველოს კანდიდატი წარადგინეს
16:51 29.03.2019
დავით ზალკალიანმა და დავით სერგეენკომ საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონის რეგიონული დირექტორის თანამდებობაზე საქართველოს კანდიდატი წარუდგინეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონის რეგიონული დირექტორის თანამდებობაზე საქართველოს კანდიდატი წარუდგინეს

2019 წლის 29 მარტს, დიპლომატებთან გამართულ შეხვედრაზე, მინისტრებმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონის რეგიონული დირექტორის თანამდებობაზე, დოქტორ ნატა მენაბდის კანდიდატურა წარუდგინეს და ისაუბრეს ჯანდაცვის სფეროში საქართველოს კანდიდატის მრავალწლიანი გამოცდილებისა და მიღწევების შესახებ.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ზრდის საკუთარ წარმომადგენლობას საერთაშორისო ორგანიზაციებში მენეჯერულ პოზიციებზე. დავით ზალკალიანის შეფასებით, ნატა მენაბდის შესაძლებლობები არის ძალიან ღირებული, რადგანაც მას აქვს უაღრესად დიდი გამოცდილება ამ ორგანიზაციაში საქმიანობის, როგორც მენეჯერულ პოზიციებზე, ისე აკადემიური კუთხით

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განცხადებით, ნატა მენაბდეს აქვს დიდი საერთაშორისო გამოცდილება აქვს და ის არის ძალიან მნიშვნელოვანი კანდიდატურა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ევროპის ოფისის დირექტორის პოსტზე.

შეხვედრაზე დიპლომატებს დოქტორმა მენაბდემ მიაწოდა ინფორმაცია წლების მანძილზე, მის მიერ გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით და გააცნო ის მიზნები და ამოცანები, რომელთა განხორციელებას გეგმავს ზემოხსენებულ პოზიციაზე არჩევის შემთხვევაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონის რეგიონული დირექტორის არჩევნები გაიმართება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 69-ე სესიის ფარგლებში, 2019 წლის 16-19 სექტემბერს, ქ. კოპენჰაგენში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა