logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თანამედროვე ქართული ლიტერატურით დაინტერსებული სტუდენტებისთვის პროექტი  „წიგნის აკადემია“ იწყება
თანამედროვე ქართული ლიტერატურით დაინტერსებული სტუდენტებისთვის პროექტი „წიგნის აკადემია“ იწყება
15:55 29.03.2019
წიგნის აკადემიის საგაზაფხულო სერიის პირველი 20 მონაწილე უკვე შეირჩა. ხვალ მათი პირველი შეხვედრა თანამედროვე მწერალთან და კრიტიკოსთან დავით გაბუნიასთან შედგება, სადაც სტუდენტები პროექტში ჩართულ ავტორებსა და მათ ნაწარმოებებს გაეცნობიან და კრიტიკულ და შემოქმედებით წერაში სემინარს დაესწრებიან.

კონრად ადენაუერის ფონდისა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტის "წიგნის აკადემია" მიზანია სტუდენტებში ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარება და წერის კულტურის ამაღლება.

ახალი პროგრამის ფარგლებში მწერალი და კრიტიკოსი დავით გაბუნია სტუდენტებს პროექტში ჩართულ ავტორებსა და მათ ნაწარმოებებს წარუდგენს და კრიტიკულ და შემოქმედებით წერაში სემინარს ჩაუტარებს; მწერლები - ლაშა ბუღაძე, ეკატერინე ტოგონიძე და გურამ ოდიშარია კი საკუთარ შემოქმედებას განიხილავენ და ცენზურის, ოკუპაციისა და ძალადობის შესახებ ისაუბრებენ.

სამი თვის განმავლობაში პროექტში მონაწილე სტუდენტებს საშუალება ექნებათ,  იმუშაონ თანამედროვე მწერლებთან, დეტალურად და სიღრმისეულად გაეცნონ მათ შემოქმედებასდა მათ ნაწარმოებებზე დაყრდნობით განიხილონ მნიშვნელოვანი თემები. ავტორები სპეციალური ლექციების ფარგლებში მონაწილეებს მისცემენ წერილობით დავალებას, რასაც მომდევნო შეხვედრაზე მათთან ერთად განიხილავენ.

პროექტის ბოლოს, თითოეული ავტორი გამოავლენს მისთვის საუკეთესო ნაშრომის ავტორს. პროექტის რჩეული 2019 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გაემგზავრება, ყველა მონაწილეს კი მარიო ვარგას ლიოსას ღონისძიებეზე დასასწრები სპეციალური მოსაწვევი გადაეცემა.

პროექტის მონაწილე 20 კონკურსანტი ესეს "ცენზურა ლიტერატურაში" საფუძველზე შეირჩა.

"წიგნის აკადემია" 30 მარტს დაიწყება და 15 ივნისს დასრულდება. პროექტი ფარგლებში დაგეგმილი შვიდივე შეხვედრა ვაკის მედიათეკაში გაიმართება. კურსის დასრულების შემდეგ, ჩატარდება შემაჯამებელი შეხვედრა, სადაც ავტორები გამოავლენენ მათ რჩეულ ესსებს და მათ ავტორებს და პროექტში ჩართულ თითოეულ მონაწილეს გადაეცემა კურსის დასრულების შესაბამისი სერტიფიკატი.

პროექტი "კონრად ადენაუერის ფონდისა" და "ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით", "თბილისის მედიათეკების გაერთიანება" მულტიმედიური ბიბლიოთეკების ქსელთან თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტის მხარდამჭერია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა