logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძე ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაციის მომდევნო ეტაპს გაეცნო
კახა კალაძე ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაციის მომდევნო ეტაპს გაეცნო
14:29 29.03.2019
დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაციის მომდევნო ეტაპს გაეცნო.

მერმა ათონელის, ფხოვის, ფურცელაძისა და სობჩაკის ქუჩების 18 მისამართზე მდებარე შენობების სარეაბილიტაციო და კეთილმოწყობის სამუშაოები, ასევე, მიწისქვეშა პარკინგი დაათვალიერა და განაცხადა, რომ პროცესი მაისის ბოლოსთვის დასრულდება.

„ორბელიანის მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. სამუშაოები 20 მაისისთვის უნდა დასრულდეს, კეთილმოწყობის, გამწვანების და დასუფთავების ჩათვლით. გარდა ამისა, აქ მოეწყო პირველი მიწისქვეშა პარკინგი, რომელიც 170 ავტომანქანაზეა გათვლილი. ეს არის ყველაზე დიდი პარკინგი ქალაქში. ის ევროპული სტანდარტების შესაბამისად შენდება და ტექნოლოგიურადაც შესაბამისადაა გამართული. მიხარია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ცენტრი შეიქმნა, სადაც დაახლოებით, 20 ობიექტზე გვიწევდა მუშაობა. მათგან 13 - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ყველაათგანი ექსპერტებისა და ხელოვნებათმცოდნეების ჩართულობით აღვადგინეთ, რათა მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა თითოეული დეტალი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ კონკრეტული მონაკვეთის გახსნას ძალიან მალე ერთად ვიზეიმებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, რეაბილიტირებულ არეალში უძრავი ქონების ფასი 3-4-ჯერ გაიზრდება.

„ეს არის ძველი თბილისის ერთ-ერთი კონკრეტული ლოკაცია, რომელიც ძალიან ხალხმრავალი და ტურისტებით დატვირთულია. ადგილობრივების ქონება უფრო ფასეული გახდება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ქუჩებზე კეთილმოწყობის სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა საზოგადოებრივი სივრცე, კეთილმოეწყობა შიდა ეზოები, ახალ ლოკაციაზე გაკეთდება სპეციალური სავაჭრო-საგამოფენო სივრცე ყვავილებით მოვაჭრეთათვის და მოწესრიგდება იქ არსებული სარეკრეაციო სივრცეები. თბილისის ძველ უბანს შეემატება კიდევ ერთი, ტურისტულად აქტიური საფეხმავლო ზონა, რომელიც მოიცავს ორბელიანის მოედანს, ათონელისა და ხიდის, ფურცელაძის და ფხოვის ქუჩების ნაწილს.

რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო არეალში სრულად განახლდა საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელები (წყლის, წყალარინების, გაზმომარაგების, კავშირგაბმულობის) და მოეწყო სადრენაჟე, სანიაღვრე ქსელები. კონსტრუქციულად გამაგრდა დაზიანებული შენობები, შენობების საფასადე ნაწილებიდან მოიხსნა ქაოსურად მოწყობილი გაყვანილობები, გაიწმინდა და დამუშავდა შენობების დაზიანებული საფასადე ნალესობები, აღდგა და რესტავრაცია ჩაუტარდა ნაძერწ დეტალებს, ხისა და ლითონის ნაკეთობებს, შეიცვალა და განახლდა გადახურვის კონსტრუქციები, მთლიანად გამოიცვალა თუნუქის სახურავები და მოეწყო წვიმის გადასაყვანი სისტემები.

აღნიშნული მონაკვეთი წარმოადგენს დიდი ტურისტული მარშრუტის გაგრძელებას, რომლის რეაბილიტირებული მონაკვეთი იწყება მუშთაიდის ბაღიდან, დავით აღმაშენებლის გამზირის გავლით, თავისუფლების მოედნამდე.

სარეაბილიტაციო სამუშაოები პროექტ "ახალი ტფილისის" ფარგლებში ხორციელდება, მისი საერთო ღირებულება 70 მლნ ლარს შეადგენს და ის თბილისის მერიის ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ორბელიანის მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მერთან ერთად თბილისის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ბაიდარაშვილმა და მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ დაათვალიერეს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა