მაშველებმა სვანეთში მწვერვალ თეთნულდის ფერდიდან მომწყდარი ოთხი რუსი ალპინისტი აღმოაჩინეს და მესტიაში გადაიყვანეს.
ერთ-ერთ მათგანს ვლადიმერ სმირნოვს ფეხი აქვს მოტეხილი.
დაშავებულ ალპინისტს ამ დროისთვის მესტიის კლინიკაში გამოკვლევა უტარდება, რის შემდეგაც მედიკოსები მისი ადგილზე ჰოსპიტალიზაციის გადაწყვეტილებას მიიღებენ ან სამშობლოში დაბრუნების უფლებას მისცემენ. სამედიცინო გამოკვლევა დანარჩენ სამ მთამსვლელსაც ჩაუტარდება.
ალპინისტები მწვერვალზე ასვლისას მოულოდნელად ფერდიდან მოწყდნენ და მიუვალ ადგილას ჩავარდნენ. სავარაუდოდ, ისინი ქვის ცვენაში მოყვნენ.
მთამსვლელები ოთხი დღის განმავლობაში თეთნულდის ფერდობზე 3 600 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდნენ, რადგან უამინდობის გამო სამაშველო სამუშაოები გართულებული იყო, დღემდე სამუშაოებში ვერ ხერხდებოდა ვერტმფრენის ჩართვა.

















