საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის გათვალისწინებით, 29 მარტს, ლეონარდოს საგანმანათლებლო-მულტიმედიური
გამოფენის "ლეონარდო – Opera Omnia" დახურვის დღეს, ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი იმუშავებს დილის 10:00 საათიდან საღამოს 21:30 საათამდე.
მუზეუმის ცნობით, სკოლის მოსწავლეებს, მის თანმხლებ პირებთან ერთად უფასოდ უმასპინძლებენ.
მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3

















