საქართველოში ყოველწლიურად 29 მარტს დღე "საქართველო თამბაქოს გარეშე" აღინიშნება.
სერვის "მაქსიმის" თანამშრომლებმა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, ფეხბურთის ჩემპიონატი გამართეს.
მსოფლიოში 1 მილიარდი მწეველია, თამბაქოს მოხმარება კი სიკვდილის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
სერვისის წარმომადგენლების თქმით, მათთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი პრიორიტეტულია, სწორედ ამიტომ ამ დღის აღნიშვნა თამბაქოსგან თავისუფალი გარემოს მნიშვნელობასა და თამბაქოს მოხმარების რეალური საფრთხის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

















