logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: უვიზო მიმოსვლა წარმოადგენს მტკიცე პოლიტიკურ გზავნილს ევროკავშირის მხრიდან ნდობისა და მხარდაჭერის გამოსახატად
ირაკლი კობახიძე: უვიზო მიმოსვლა წარმოადგენს მტკიცე პოლიტიკურ გზავნილს ევროკავშირის მხრიდან ნდობისა და მხარდაჭერის გამოსახატად
17:38 28.03.2019
"დასავლეთში ვეძებთ საქართველოს სტაბილურ მომავალს თავისუფალ და დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის, რადგან დემოკრატიულ საზოგადოებას ძალუძს შექმნას გაცილებით უფრო მტკიცე სტაბილურობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა თითოეული მოქალაქისა და მთელი ქვეყნისათვის",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესსა და მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფება აისახა კონსტიტუციაშიც, რითაც ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროინტეგრაციის მნიშვნელობას და ამისთვის სამი მიზეზი არსებობს.

"პროდასავლური პოლიტიკა ჩვენი ხალხის მტკიცე არჩევანია - საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მხარს უჭერს ევროკავშირის წევრობას; დასავლურ დემოკრატიულ სამყაროსთან გაერთიანება საქართველოს ცივილიზაციური დანიშნულებაა, რაც ფესვებს ჩვენს ისტორიასა და კულტურაში იდგამს; დასავლეთში ვეძებთ საქართველოს სტაბილურ მომავალს თავისუფალ და დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის, რადგან დემოკრატიულ საზოგადოებას ძალუძს შექმნას გაცილებით უფრო მტკიცე სტაბილურობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა თითოეული მოქალაქისა და მთელი ქვეყნისათვის",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველო ამაყობს ევროკავშირთან ურთიერთობებში ბოლო წლების განმავლობაში მიღწეულ ხელშესახები წინსვლით. ამ კონტექსტში, პარლამენტის თავმჯდომარემ უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის მხრიდან, ნდობისა და მხარდაჭერის გამოსახატ მტკიცე პოლიტიკურ გზავნილს წარმოადგენს.

"ჩვენ ენთუზიაზმით ვაგრძელებთ ასოცირების ხელშეკრულების და მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების განხორციელებას;საქართველო შეუერთდა ენერგოკავშირს, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროკავშირთან ინტეგრაციისათვის; საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლას, რაც ყველაზე ხელშესახები სარგებელია ჩვენი მოსახლეობისათვის, საქართველოსთვის აქვს არა მხოლოდ პრაქტიკული მნიშვნელობა, არამედ იგი წარმოადგენს მტკიცე პოლიტიკურ გზავნილს ევროკავშირის მხრიდან ნდობისა და მხარდაჭერის გამოსახატად. ასევე, ეს არის ჯილდო ჩვენი მუხლჩაუხრელი შრომისა და პარლამენტის, მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეების ამ მიზნისადმი ერთგულებისათვის; დავიწყეთ მაღალი დონის სტრატეგიული უსაფრთხოების დიალოგი ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში საერთო შეშფოთების საკითხების განსახილველად",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ძალისხმევა ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციის მიღწევაზეა ფოკუსირებული. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჩვენი ქვეყანა აფასებს სერბეთთან ამ მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობას.

"ჩვენი ძალისხმევა ფოკუსირებულია ახალი შესაძლებლობების გამოვლენის გზით, ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციის მიღწევაზე. ამ კუთხით, ვმუშაობთ ამბიციური საგზაო რუკაზე ევროკავშირთან დასაახლოებლად. ასეთი მიდგომა და ინიციატივა უზრუნველყოფს, რომ საქართველო მზად იქნება, როდესაც შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დრო დადგება.
სერბეთის რესპუბლიკამ უდიდეს პროგრესს მიაღწია ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. საქართველო აფასებს სერბეთთან - ევროკავშირის ლიდერ კანდიდატ სახელმწიფოსთან თანამშრომლობის შესაძლებლობას ამ მიმართულებით",- განაცადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა