პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე ბაგა - ბაღების სიმცირეზე ილაპარაკა
და თქვა, რომ
საბავშვო ბაღების სიმცირე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა.
მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი ვერ წვდება ყველა საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას.
"მიმდინარე წელს, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 60-მდე ახალი ბაღის მშენებლობა დაიწყება, რომლის განსახორციელებლადაც ჩვენ 60 მილიონ ლარამდე ინვესტიციას გამოვყოფთ.
მცირე ზომის საბავშვო ბაღებისთვის, სადაც ბავშვთა რაოდენობა არ იქნება 50-ზე მეტი, თანხები გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. რაც შეეხება დიდ ბაღებს, ჩვენ ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ვისარგებლებთ. ბაღების მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ჩვენი განათლების რეფორმის ნაწილია", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

















