USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“(G4G) საქართველოში და „მეწარმე ქალთა საბჭოს“(WBCG)
მიერ გამართულ მეხუთე ყოველწლიურ კონფერენციაზე - „ქალის როლი ეკონომიკის ზრდასა და რეფორმების შემუშავებაში,“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეს, თამარ ჩუგოშვილს გენდერული თანასწორობის კუთხით ინიციატივების განხორციელებაში განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდო გადაეცა.
კონფერენციის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ასევე მონაწილება მიიღო თემატურ პანელში „ქალის როლი მთავრობასა და სამოქალაქო სექტორში“, სადაც ისაუბრა პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიზნებზე და მიმდინარე წლის გეგმებზე.
თამარ ჩუგოშვილმა, გენდერული თანასწორობის საბჭოს 2019 წლის მთავარ პრიორიტეტზე - ქალების ეკონომიკურ გაძლიერებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ქალები მეტად იყვნენ წარმოდგენილი მთავრობაშიც და გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზეც.
მისივე თქმით, მიუღებელია პროფესიების კაცებისა და ქალების პროფესიებად დაყოფა, თუმცა, რეალობა აჩვენებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არსებული სტერეოტიპები საკმაოდ ძლიერია.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა, ქალები პოლიტიკური დღის წესრიგში ხშირად აყენებენ ისეთ საკითხებს, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ოჯახებისთვის, ქვეყნისთვის და ეს საკითხები, მათ გარდა, ხშირად სხვებს ავიწყდებათ:
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური დოვლათის შექმნის კუთხით მოსახლეობის ნახევარი იყოს ეკონომიკურად აქტიური, იყოს დასაქმებული და იყოს ჩართული ეკონომიკური დოვლათის შექმნაში.
თამარ ჩუგოშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალების ჩართულობა ძალიან დაბალია როგორც პარლამენტში, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობებში:
თამარ ჩუგოშვილმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნო პარლამენტის ის ახალი მექანიზმები, რომელთა გამოყენებასაც გენდერული თანასწორობის საბჭო გეგმავს ქალების ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით:
მისივე თქმით, მუშაობა მიმდინარეობს ასევე - შრომის კოდექსის ცვლილებებზე და კვლავ ბევრია გასაკეთებელი, რათა კოდექსი ქალზე ორიენტირებული გახდეს, მათ შორისა დეკრეტული შვებულებების, ანაზღაურებებს შორის სხვაობის შემცირების და სხვა საკითხები.
„ჩვენ ვითვალისწინებთ როგორც ქალების ინტერესებს, ასევე ბიზნესის ინტერესებს ამ თემაზე მუშაობის დროს და ვცდილობთ, რომ დავაბალანსოთ ეს ინტერესები“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანო ახლა იხილავს სექსუალური შევიწროების თემას სამუშაო ადგილზე და მის მიღმა:
როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა, ასევე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ანაზღაურებებს შორის გენდერულ სხვაობის საკითხს: „ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, სტატისტიკაც კი არ არსებობს გამართული და სწორი იმის გასაგებად, თუ როგორია ეს განსხვავება, რა სექტორებშია და ა.შ. ამიტომ, პირველ რიგში, ვმუშაობთ იმაზე, რომ იყოს სტატისტიკა, მონაცემები და სწორი ანალიზი იმისთვის, რომ დავიწყოთ მუშაობა ამ თემაზე და ნელ-ნელა გადავდგათ ნაბიჯები თანასწორობისკენ“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
გამოსვლის დასასრულს, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტი ქალების პოლიტიკურ მონაწილეობასთან დაკავშირებითაც მიიღებს გადაწყვეტილებას:
„ქალების ეკონომიკური გაძლიერება პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ ვინ იღებს გადაწყვეტილებებს და როგორ იღებენ გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, ჩემთვის ეს ორი საკითხი არის სრულიად ურთიერთდამოკიდებული. ამიტომ, ქალების ეკონომიკურ გაძლიერებაზე როცა ვსაუბრობთ, მე ამის კომპონენტად ვხედავ ქალების პოლიტიკურ გაძლიერებას“,- აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

















