logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბიზნესსექტორისთვის საქართველოში მედიაციის განვითარების მიზნით რეფორმის პრეზენტაცია გაიმართა
ბიზნესსექტორისთვის საქართველოში მედიაციის განვითარების მიზნით რეფორმის პრეზენტაცია გაიმართა
15:39 27.03.2019
რა გეგმები აქვს საქართველოს მთავრობას მედიაციისა და საარბიტრაჟო სისტემის განვითარებისათვის, რატომ არის მათი გაძლიერება მნიშვნელოვანი ამოცანა ქვეყანაში ბიზნესის განვითარებისათვის, რას მოუტანს ეს რეფორმა საქართველოს ეკონომიკასა და მართლმსაჯულებას და რა წანამძღვრები არსებობს ამ ამბიციური მიზნების განსახორციელებლად − ამ საკითხებზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა ბიზნესმენებთან საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე. შეხვედრის მონაწილეებს თეა წულუკიანმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა და მედიაციის ინსტიტუტის განვითარების საკითხებზე მთავრობის ხედვა გააცნო.

მინისტრმა ქვეყანაში მედიაციის ინსტიტუტის განვითარებისა და დამკვიდრებისთვის იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ რეფორმაზე ისაუბრა. საკანონმდებლო ინიციატივა უკვე მოიწონა მთავრობამ. ინიციატივა პარლამენტში დარეგისტრირდა, მომავალი კვირიდან კი საკომიტეტო მოსმენები დაიწყება.

თეა წულუკიანმა მიმოიხილა ახალი შესაძლებლობები, რომელთაც მედიაციის განვითარება ქმნის ბიზნესისათვის. როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეფორმის შედეგად ბიზნესი შეძლებს, მრავალწლიანი და ძვირი სასამართლო დავის ნაცვლად პრობლემური საკითხები უფრო სწრაფად, ეფექტიანად და ნაკლები დანახარჯებით სასამართლო მედიაციით ან სასამართლოს მიღმა − კერძო მედიაციით მოაგვაროს.

იუსტიციის მინისტრის თქმით, რეფორმით აღმოიფხვრება ის არაერთი ბარიერი, რომლებიც ხელს უშლის მედიაციის ინსტიტუტის განვითარებას საქართველოში და შეიქმნება მედიაციისათვის ხელსაყრელი საკანონმდებლო გარემო, რაც ყველა მოქალაქისათვის მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებულ დატვირთვას ბიზნესთან მიმართებით იძენს.

„მთავარი არის ის, რომ მედიაცია იქნება არჩევანი ბიზნესმენებისა და ყველა მოქალაქისთვის, რათა თავიანთი დავები განიხილონ მედიატორთან და წლების განმავლობაში არ ელოდონ სასამართლო გადაწყვეტილებას. დღეს სასამართლო არის გადატვირთული მიკროდავებით, მათ შორის, ბიზნესის სფეროში; ამიტომ მათ გადასაწყვეტად ხანგრძლივი ლოდინი ხდება საჭირო. მედიაციის განვითარების შემდეგ ყველას, მათ შორის, ბიზნესსაც, ექნება არჩევანი − მიმართოს სერტიფიცირებულ და კვალიფიციურ მედიატორს ან წავიდეს სასამართლოში, სადაც, ასევე, იქნება სასამართლო მედიაციის შესაძლებლობა. მედიაცია კარგია იმით, რომ პროცესი არ არის საჯარო; მხარეები კი არ ედავებიან ერთმანეთს, არამედ დისკუსიას აწარმოებენ; მედიატორი უსმენს მათ ერთად ან ცალ-ცალკე და გამოსავლის პოვნაში ეხმარება“, − აღნიშნა თეა წუალუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, მედიაციის უპირატესობა საყოფაცხოვრებო დავებთან მიმართებით უკვე დაადასტურა 2016 წელს დაწყებულმა მიწის რეგისტრაციის რეფორმის შედეგებმა. ამ რეფორმის ფარგლებში რეგისტრაციის მსურველები სადავო მიწის ნაკვეთების შემთხვევაში სრულიად უსასყიდლოდ სარგებლობდნენ სანოტარო მედიაციით. სასამართლოში საქმის ხანგრძლივი განხილვის ნაცვლად, მედიატორი ნოტარიუსი მათ შეთანხმების მიღწევაში ეხმარებოდა. შედეგად, მიწის რეგისტრაციის ფარგლებში 2000-მდე სანოტარო მედიაცია წარმატებით დასრულდა. ყველა ამ შემთხვევაში მხარეებმა სანოტარო მედიაციის ფარგლებში მიაღწიეს შეთანხმებას სასამართლო განხილვის, დროისა და ფინანსური რესურსების ხარჯვის გარეშე. ეს მონაცემი ადასტურებს, რომ მედიაცია, როგორც პრობლემების გადაჭრის უფრო ბუნებრივი და ეფექტური ფორმა, ბიზნეს- და საყოფაცხოვრებო დავების პირობებში საუკეთესო ალტერნატივაა.

თეა წულუკიანმა ისაუბრა, აგრეთვე, არბიტრაჟის ინსტიტუტის განვითარების შესახებ. მისი თქმით, საქართველოს ყველა წინაპირობა აქვს, ჩამოყალიბდეს ბიზნეს- და საარბიტრაჟო ჰაბად. უკვე გაფორმებულია მემორანდუმი საერთაშორისო კომერციული პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსთან (ICC − Iinternational Court of Arbitration). დოკუმენტში ნათქვამია, რომ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლო დაეხმარება საქართველოს არბიტრაჟის რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბებაში.

მედიაციის შესახებ კანონის პროექტი ბიზნესმენებს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედებითი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა წარუდგინა. ირინე წაქაძემ ღონისძიების მონაწილეებს რეფორმის საკანონმდებლო მხარე გააცნო და მათ კითხვებს უპასუხა.

მედიაციის რეფორმის პრეზენტაცია სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინიციატივით გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, საერთაშორისო-საარბიტრაჟო ცენტრის გენერალური მდივანი ბექა ინჯია, მედიატორები და ბიზნესწრეების წარმომადგენლები.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა