logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თბილისის მერია წყნეთში ხეების ჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თბილისის მერია წყნეთში ხეების ჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
14:05 27.03.2019
თბილისის მერია სოციალურ ქსელში ხეების ჭრასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და განცხადებას ავრცელებს.
"სოციალურ ქსელში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს წყნეთში, ნუშის ბაღების მიმდებარე ტერიტორიაზე, დაავადებულ ფიჭვებთან ერთად, ჯანსაღი ხეებიც იჭრება და აღნიშნული ტერიტორიიდან მოჭრილი ხეების გატანა არ ხდება.

მსოფლიო მასშტაბით, დაავადების გავრცელების პრევენციისა და ჯანსაღი კორომების გადარჩენის მიზნით, გაზაფხულსა და შემოდგომაზე სანიტარიული ჭრები ხორციელდება. წყნეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, სანიტარიული ჭრები 15 მარტიდან დაიწყო, რომლის პარალელურადაც, ტერიტორიის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მასშტაბით, 20 000-ზე მეტი დაავადებული და ხმობადი ხე-მცენარის მოჭრა უკვე დაწყებულია. წყნეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯამში, 3 575 ზეხმელი და ხმობადი ხე-მცენარე მოიჭრება. აღნიშნული ხეები, მოჭრამდე, სპეციალური ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე აღიწერა.

ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამ ტერიტორიების აღდგენა და ხელახალი განაშენიანება 2019 წლიდან დაიწყება, მას შემდეგ, რაც სანიტარიული ჭრები დასრულდება. მიმდინარე წელს, თბილისში 13 750 ხისა და 3 136 ბუჩქის დარგვაა დაგეგმილი.

სანიტარიული ჭრების გადაწყვეტილება უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, ფიჭვებზე გავრცელებულია Tomicus Destruens-ის სახეობის მავნებელი მწერი. ამ ტიპის კვლევა თბილისის ტერიტორიაზე გავრცელებული ხე-მცენარეების შესახებ პირველად ჩატარდა. დასკვნის მიხედვით, აუცილებელია, მასშტაბური სანიტარიული ჭრების ჩატარება დედაქალაქსა და მის შემოგარენში. ასევე, ამის პარალელურად, სხვა ფიტოსანიტარიული ღონისძიებებიც განხორციელდება.

დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური მოგიწოდებთ ყველას, რომ სანიტარიული ჭრების შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებით, საზოგადოებას შეცდომაში ნუ შეიყვანთ", - წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა