დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ტვერელის ეკლესიის მიმდებარედ მშენებლობაზე კომენტარი გააკეთა.
მისი განცხადებით, მშენებლობა კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.
„მშენებლობა ხდება კანონიერად. კერძოდ 8 მარტის ქუჩაზე ხალხი ცხოვრობდა გაუსაძლის პიროებებში. საუბარია 7-8 ბარაკზე. არ ხდება კოეფიციენტის მატება. ამ ტერიტორიაზე 2-3 სართულიანი ტერასული სახლები აშენდება. მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს ყველა პროცესი“.
კახა კალაძის განცხადებით, მან პირადად შეისწავლა აღნიშნული პროექტი და გაარკვია გაცემული სამშენებლო ლიცენზიის საკითხი.

















