კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ტაქსების რეფორმაზე ისაუბრა და მედიასთან ის ტრაფარეტი წარადგინა,
რომელსაც A კატეგორიის ლიცენზიის მფლობელებს უფასოდ გადასცემენ.
„A კატეგორიის მძღოლებს ექნებათ ლიცენზია. აპლიკაცია და ტექდათვალიერება. სპეციალური ადგილებია გამოყოფილი. მათ შეუძლიათ განათავსონ რეკლამა და შემოსული თანხები გამოიყენონ. ასევე, გვაქვს სპეციალური მანათობელი ტრაფარეტი, რომელიც გადაეცემა A კატეგორიის ლიცენზიის ტაქსის მფლობელებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ტრაფარეტი წითლად განათდება, როცა ტაქსში მგზავრი იჯდება. A კატეგორიის ლიცენზიის ტაქსებისთვის ტრაფარეტების გადაცემის მიზნით გამართულ ტენდერში კომპანია „აითიჯი ჯორჯიამ“ გაიმარჯვა.

















