logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ბექა ნაცვლიშვილი სოციალური მუშაკების გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ბექა ნაცვლიშვილი სოციალური მუშაკების გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
15:53 26.03.2019
პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, ბექა ნაცვლიშვილი, სოციალური მუშაკების გაფიცვას ეხმიანება:
"უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს სოციალური მუშაკების გაფიცვა. სოციალური მუშაკების სამართლიანი პროტესტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს არამხოლოდ დასაქმებულების სავალალო მდგომარეობას სამუშაო ადგილებზე, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში, არამედ ააშკარავებს სახელმწიფოს მიერ საკუთარი პასუხისმგებლობის უგულველყოფას მოქალაქეების მიმართ. მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენ სოციალური პოლიტიკა არ გვაქვს. ის რასაც ჩვენ სოციალურ პოლიტიკას ვუწოდებთ არის არა ადამიანების განვითარებაზე, არამედ ადამიანების ფიზიკურ გადარჩენაზე ორიენტირებული ქმედებების ერთობა, ყოველგვარი სისტემური გააზრების გარეშე.

ჩვენ არ ვართ ღარიბი ქვეყანა, რასაც ჩვენ ყოველთვის ვისმენთ სახელმწიფოს უპასუხისმგებლობის გასამართლებლად. ჩვენი პრობლემა უთანასწორობაა, რომელიც უფრო ღრმავდება და რომელიც დეკლარირებულია, როგორც ბუნებრივი მდგომარეობა ჩვენი საზოგადოებისა.

ჩვენ გვჭირდება სოციალური პოლიტიკა, რომელიც დაძლევს უთანასწორობას, რომელიც რეალურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების, რათა მათ დაძლიონ უპერსპექტივობის განცდა, შეიძინონ მეტი რწმენა და მოახდინონ სრულფასოვანი მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ამიტომ, თუ ჩვენ გვინდა განვახორციელოთ ნამდვილი სოციალური პოლიტიკა, ჩვენ გვჭირდება ძლიერი, პასუხისმგებლიანი სახელმწიფო.

ამგვარი სახელმწიფო ვერ იქმნება რეფორმებით, რომლებიც ახალისებენ თავკერძობას, ინდივიდუალიზმს და მარტო ტოვებენ ადამიანებს ისეთი სირთულეების მიმართ, რომლებთან გამკლავებაც მათ სახელმწიფოს თანადგომის გარეშე არ შეუძლიათ.

ჩვენ გვჭირდება რეფორმები, რომლებიც წაახალისებს სოლიდარობას, თანადგომასა და სახელმწიფოს აქცევს საყოველთაო განვითარების მექანიზმად საზოგადოების ხელში, სადაც ბიუჯეტი, სოციალური სისტემა, საპენსიო სისტემა იქნება სოლიდარობის პრინციპზე დაფუძნებული.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მხოლოდ სოციალური მუშაკების წინაშე არსებული პრობლემების აღიარება არ არის საკმარისი. აუცილებელია მყისიერად იმ საბაზისო მოთხოვნების დაკმაყოფილება, რასაც სამართლიანად ითხოვენ სოციალური მუშაკები, რათა არ დაზიანდნენ ოჯახები რომლებზეც ისინი ზრუნავენ.

ამიტომ მინდა ჩემი თანადგომა გამოვუცხადო სოციალურ მუშაკებს სამართლიან და მნიშვნელოვან ბრძოლაში. ეს პროტესტი უნდა გახდეს სახელმწიფოს როლისა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საფუძვლიანი განსჯისა და გააზრების საფუძველი.

აქვე მინდა გამოვეხმაურო ელმავალმშენებელი ქარხნის მუშების გაფიცვას და მიულოცო მათ პროცესის წარმატებით დასრულება.

მხოლოდ ამგვარი ბრძოლით მიიღწევა შედეგი", - ნათქვამია ნაცვლიშვილის განცხადებაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა