logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ტექნოლოგიების ყოველწლიური ფესტივალი გაიმართა
ტექნოლოგიების ყოველწლიური ფესტივალი გაიმართა
15:09 26.03.2019
სილიკონ ველი თბილისის ტერიტორიაზე მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცი საქართველოში ტექნოლოგიების პირველი ფესტივალი გაიმართა.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს პირველი ტექნოლოგიური ფესტივალისთვის, მსოფლიოს
მოწინავე ტექნოლოგიური ბრენდები, ტექ-სტარტაპერები და საქართველოს ლიდერი აიტი კომპანიები, ერთ სივრცეში, ტექნოლოგიების უახლესი ტრენდების გარშემო გაერთიანდნენ.

მე-4 ინდუსტრიული რევოლუციის პირობებში, ტექნოლოგიების ინტეგრირება ბიზნეს პროცესებში ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ეს ტემპი მზარდია საქართველოშიც: ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება, ვირტუალური და გაფართოებული რეალობა და სხვა ტექნოლოგიური ტრენდები, სტარტაპებებში, მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესში, საქართველოს ყველა ინდუსტრიაში ჩნდება.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი მოწინავე პოზიციას იკავებს ამ მიმართულებით ინდუსტრიის მხარდაჭერის და სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმულირების მიმართულებით. “ყველა ბიზნესი გახდება ტექნოლოგია” - ამ სიტყვებით 2019 წელს გაიხსნა მსოფლიოს ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმი დავოსში და სწორედ ამ ორი მიმართულების ინტეგრირებას რეგიონში ემსახურება საქართველოს ტექნოლოგიების ფესტივალი. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ყველა საერთაშორისო ტექბრენდი, რომელიც საქართველოში ოპერირებს, მსოფლიოს უახლესი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები და ყველაზე მაღალტექნოლოგიური ქართული სტარტაპები. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია სახელწოდებით „სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმულირება საქართველოში, სახელმწიფოს და კერძო სექტორის როლი“. დისკუსიაში
მონაწილეობა მიიღო 20-მდე კომპანიამ, მათ შორის: VREX, Spark • სპარკი, Edison, Shelf Network, Pulsar
AI, Smarter.ge, ინოვაციური განათლების ფონდი, Techub, BogFintech, TTM, impacthub, Copter tech,
ინოვაციების ხელშეწყობის ფონდი და ა.შ.

TechTalks -ის ფარგლებში კი განხილული იყო მსოფლიოში არსებული უახლესი ტექნოლოგიური
ტრენდები, ასევე მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის ტექტრენდების ანალიზი. მათ შორის, საუბარი
შეეხო ხელოვნური ინტელექტს და მანქანურ სწავლებას, ბლოკჩეინ ტექნოლოგიას, გაფართოებულ და
ვირტუალურ რეალობას, შენობა ნაგებობების ავტომატიზირებას და ჭკვიან ტექნოლოგიებს სამშენებლო სფეროში.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყო მსოფლიოს უახლესი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების
გამოფენა, სადაც წარმოდგენელი იყო ისეთი კომპანიები, როგორიცაა - HP, IBM, Lenovo, DELL,
Microsoft, HP Enterprise, Syntax, Spectre, Orient Logic, LAB, MUK, BETA, Allmarket, GRENA, Bitfury,
Techub, Edison, Shelf network, Vrex, Pulsar AI, smarter.ge, Copter Tech, HTS. უახლესი software/hardware გადაწყვეტილებების ექსპოზიციითა და ბრენდების სტენდებით. ტექნოლოგიურმა კომპანიებმა პროექტ დაასაქმე Smart სტუდენტის ფარგლებში სტუდენტური ვაკანსიები წარადგინეს.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დეკანის ნინო ენუქიძის თქმით, იგეგმება, რომ ფესტივალი ყოველწლიური იყოს.

"მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ვფიქრობთ პანელურ დისკუსიებს მივცეთ სისტემური ხასიათი - ეს იქნება სამუშაო შეხვედრები, რომელიც ჩვენს კურიკულუმზეც იქონიებს გავლენას, რათა უნივერსიტეტში მუდმივად განახლებული სწავლების პროცესი და მეთოდი გვქონდეს დანერგილი. გვაქვს ძალიან სასიხარულო სიახლეც - ისრაელის ტექჰაბის ინიცირებით, სილიკონ ველი თბილისში დაფუძნდება გლობალური სტარტაპ ფონდი, რომელიც გულისხმობს, ისრაელის ყველაზე მსხვილი ინვესტორების საქართველოში ჩამოსვლას, სტარტაპების დაფინანსებას და მათი საერთაშორისო ბაზარზე კომერციალიზაციის ხელშეწყობას. ამისთვის მრავალმილიონიანი ფონდია გამოყოფილი და საუბარია ყველა ტექნოლოგიური მიმართულების ხელშეწყობაზე, განურჩევლად სფეროსი“, - განაცხადა ენიქიძემ.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელის ავთანდილ კასრაძის განცხადებით,

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი მთავარი ორგანიზატორი და ინიციატორია ამ ფესტივალის, რაც სტუდენტების მაქსიმალურ დაინტერესებას გულისხმობს ინოვაციებისა და ტექნოლოგიებისადმი.

"სწორედ უნივერსიტეტებში და სტუდენტებში იწყება ის მთავარი სიახლეები, რომელსაც შეუძლია საქართველო მსოფლიო ტექნოლოგიურ რუკაზე დაამკვიდროს. ნებისმიერი ასეთი სახის ინიციატივა რომელიც უნივერსიტეტიდან და კერძო სექტორიდან მოდის, ეკონომოიკის სამინიტრო და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ამ პროცესის მხარდამჭერი იქნება მუდმივად", განაცხადა კასრაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა