logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სოფო კილაძე: ბავშვის უფლებათა კოდექსის შექმნა დავიწყე იმ იდეით, რომ გავაძლიეროთ ოჯახები, დავიცვათ ჩვენი ბავშვები სიღარიბისგან, მავნე ზეგავლენისგან
სოფო კილაძე: ბავშვის უფლებათა კოდექსის შექმნა დავიწყე იმ იდეით, რომ გავაძლიეროთ ოჯახები, დავიცვათ ჩვენი ბავშვები სიღარიბისგან, მავნე ზეგავლენისგან
14:29 26.03.2019
"ჩვენი ზრუნვის მთავარი საგანი არის ჩვენი სამშობლო - საქართველო და მისი მომავალი. რა თქმა უნდა, ეს მომავალი არის ჩვენი ბავშვები, რომლებიც განსაკუთრებულ მზრუნველობასა და დაცვას საჭიროებენ, როგორც ოჯახის, ასევე, სახელმწიფოს მხრიდან", - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ "ბავშვის უფლებათა კოდექსის" საკომიტეტო მოსმენაზე წარდგენისას.

მისი თქმით, ბავშვის კოდექსის შექმნა კომიტეტის თავმჯდომარემ სწორედ იმ იდეით დაიწყო, რომ პირველყოვლისა, ბავშვებს უყვარდეთ საკუთარი სამშობლო. "და მე შეგნებულად ვიმეორებ ამ სიტყვას - სამშობლო და არა ქვეყანა ან სახელმწიფო. ამ სიტყვას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ჩვენთვის. დავიწყე იმ იდეით, რომ გავაძლიეროთ ოჯახები, დავიცვათ ჩვენი ბავშვები სიღარიბისგან, მავნე ზეგავლენისგან, მხარი დავუჭიროთ მათ განვითარებას, როგორც დემოკრატიული, სოლიდარული საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, ხელი შევუწყოთ მათ განათლების მიღებაში", - აღნიშნა სოფო კილაძემ.

მისი ინფორმაციით, ვიწრო ჯგუფმა ეს თემა საკუთარი სუბიექტური მიზნებისთვის გამოიყენა. "ამ ვიწრო ჯგუფმა მოახერხა და იმგვარად მიაწოდა საზოგადოებას და ასევე, ეკლესიის ერთ ნაწილს არასწორი ინფორმაცია, თითქოს ჩვენ გარყვნილებას ვაკანონებდეთ და ოჯახებში ვუვარდებოდეთ ადამიანებს, ბავშვებს ვართმევდეთ, თითქოს ჩვენ სქესობრივი აღზრდის გაკვეთილებს ვიწყებდეთ სკოლებში მასობრივად და ჩვენს სამშობლოს, საქართველოს, მის კულტურას და ტრადიციებს ვაძულებდეთ ბავშვებს.

სინამდვილეში პირიქითაა ყველაფერი, მეგობრებო და ამის საპირისპირო წერია სწორედ ბავშვის უფლებათა კოდექსში, რომლის საფუძველზე ჩვენ არათუ ბავშვებს ვართმევთ ოჯახებს, არამედ პირიქით, ხელს ვუწყობთ, რომ ბავშვი ოჯახში აღიზარდოს და ოჯახები გავაძლიეროთ, რომ ბავშვს უყვარდეს საკუთარი სამშობლო და მისი ტრადიციები", - განაცხადა სოფო კილაძემ.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე "ბავშვის უფლებათა კოდექსის" განხილვა მიმდინარეობს, რომელსაც დეპუტატებთან ერთად, სამოქალაქო სექტორის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა